Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ყალბი 1-ლარიანი მონეტების დამზადების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
აქართველოსფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინ ტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ხდებოდა მისი განაღდება.

ბრალდებულ პირთა მიერ გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები ზომით, წონით და სხვა პარამეტრებით მიმსგავსებულია ეროვნული ბანკის მიერ ემისირებულ მონეტებს. გამოძიების ამ ეტაზე დადგენილია, რომ მათ მიერ გასაღებულია ჯამში დაახლოებით 8 000 ცალი ყალბი მონეტა.

ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად საჭირო ყალიბები, შესაბამისი ნედლეული და 41 ცალი ყალბი 1-ლარიანი მონეტა.

გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეულ სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.