Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
შობა გორის სოფელ ბეთლემში - ფოტოამბავი
ტრადიციულად, გორის კათოლიკური სამყაროს წევრები საშობაო ღვთისმსახურებას ქალაქ გორში 24 დეკემბერს ღამით აღავლენენ ხოლმე, თუმცა წელს ამის საშუალება არ ჰქონდათ.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, კათოლიკურმა მრევლმა შობის ღამე სახლში გაატარა, წირვა კი, 24 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე ჩაატარეს.

გორის კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის ეკლესიაში შობას, 25 დეკემბერს, შუადღეს, იკრიბებიან. ტრადიცია არც წელს დაირღვა.



გორის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მამა მერაბ ტატალაშვილი, სოფელ ბეთლემში მცხოვრებ კათოლიკეებთან ერთად, სწორედ 25 დეკემბერს ატარებს.

სოფლის კათოლიკური ეკლესია ახალ შენობაშია გახსნილი. უძველესი ეკლესია, რომელიც მესხეთიდან ჩამოსულმა ხიზაბავრელებმა ააშენეს, კომუნისტებმა დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს. განიავდა მაშინდელი საეკლესიო ნივთები.


ისტორიულად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეთლემი, ხოლო შემდგომ ახალხიზა კათოლიკეებმა დაარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა.

მესხეთიდან წამოსული კათოლიკეები ოსმალთა ბატონობას გამოექცნენ. სოფელ სკრის სიახლოვეს მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, შეწირული თანხით, შეისყიდა. ეს ტერიტორია შალიკალიშვილებს ეკუთვნოდათ, რომელთაც სათავადაზნაურო ბანკში ჰქონდათ დაგირავებული.



წინამძღვარი 1911 წელს მოკლეს. მეფის რუსეთის დროს დაქირავებული ყაჩაღები სახლში შეუვარდნენ და ხანჯლით გამოასალმეს სიცოცხლეს. ჟანდარმერიამ ყაჩაღებს მიაგნო, პადრე კი, გორის ,,ფრანგების ეკლესიაში" დაკრძალეს. ეს ეკლესია, ამჟამად, ღვთისშობლის მიძინების სახელობისაა და გორის ეპარქიის მთავარი ტაძარია.



ბეთლემში (ახალხიზაში) ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და ა.შ.



თავდაპირველად, ჩამოსახლებულ მესხებს ადგილობრივები კარგად არ შეხვდნენ და დაპირისპირება ჰქონდათ. მეფის რუსეთის დროს, რევოლუციონერები ბეთლემიდან მათ გარეკვას ცდილობდნენ.



ამჟამად, სოფელში დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს. ნაწილი მართლმადიდებლური წესით ინათლება, მოსახლეობის დაახლოებით 2-3% კვლავ კათოლიკურ წესს მისდევს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.