Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია [R]
ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე "საბას" ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები "საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:


ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი
მაია ბადრიძე, მთარგმნელი
ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი
ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

1. საუკეთესო რომანი - "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა", ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)
2. საუკეთესო პოეტური კრებული - "სიყვარულის შავი ყუთი 3", ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და "დიდი სმა", ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)
3. საუკეთესო პროზაული კრებული - "გასეირნება დროთა სივრცეში", მამუკა დოლიძე (ინტელექტი)
4. საუკეთესო პიესა - "მარინა რევია", ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)
5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - "პოეტიკური ჩანაწერები", რამაზ ჭილაია (პალიტრა L)
6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - "მშვიდობით, ძია გერშვინ", მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - "თუ საჭიროა, გათქმევინებთ", შორენა ლებანიძე (არტანუჯი)
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ემა ვიგოდსკაიას "ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თვგადასავალი", ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)
9. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბათუ დანელია, პოეტი, მთარგნელი.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია "საბა" თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან "საბამ" ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს "საბა" გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.