Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მალხაზ კურტაევმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა
31-წლის მალხაზ კურტაევმა გამყოფი ხაზი გადაკვეთა და ხურვალეთში,
საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა.
ცოტა ხნის წინ, ხურვალეთის შს
განყოფილების შენობაში დაკითხეს.
დათა ვანიშვილის შვილიშვილმა პაპისა და ბებიის სახლი დღეს დილით დატოვა. ,,მე უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ. მინდა ჩემ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრება. ვითხოვ, პატარა თავშესაფარს და სამსახურს, რომ მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება,'' - განაცხადა მალხაზ კურტაევმა.
ის, ბოლო დროს, სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთი) პაპასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დათა ვანიშვილის შვილიშვილი მანამდეც ფიქრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასულიყო, თუმცა ქართული პოლიციისაც ეშინოდა:
,,მე იმისიც მეშინია, რომ მანდეთ რომ გადმოვიდე, ქართულმა პოლიციამ არ დამიჭიროს და გადამცეს ცხინვალის ხელისუფლებას," - გვითხრა მალხაზ კურტაევმა (ვანიშვილი) გუშინ, 21 იანვარს.
19 იანვარს თავი მოიწამლა. ცხინვალის საავადმყოფოში იმკურნალა და მეორე დღესვე, 20 იანვარს დააბრუნეს.
მალხაზ კურტაევი ჩვენთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ ეშინოდა ქართული პოლიციის:
,,რო გადმოვედით აქა, ორი კვირა ვიყავით ჩემს სახლში აქა რუსების მოადგილეა ერთი. მოვიდა. ჩემი დევნილის მოწმობა წამართვა, პირადობა წამართვა მერე 9 დეკემბერს წაგვიყვანეს თავიანთ ბუტკის იქითა. იქით წაგვიყვანეს ბობნევის ბაღის ბოლოებზე იქით გადადიდოთო საქართველოს ტერიტორიაზე და ვითომ მაშინ მოდიხართო, გაგვიჩალიჩეს. ჩემი 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე გადავსვი ღობეზე, გადმოვსვი."" - გვიყვება მალხაზი.
იგი იმასაც ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა ვიდეო გადაუღეს, სადაც მან ქართველებს ოსურად შეაგინა: ,,ვიდეო მაშინ გადამიღეს, ვითომ უარი თქვი საქართველოზეო, შეაგინეო ოსურადა ქართველებსა, დედა შეაგინეო დროზე შეაგინე დედაო. შევიგინე, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი თავი ენაცვალოს საქართველოსა, იძულებული ვიყავი კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ"- აცხადებს მალხაზ კურტაევი.
,,მე მინდა ჩემ ცოლშვილთან ერთად ცხოვრება. მე რომ გადმოვიდე ქვევით, მაგ ვიდეოების გამო რომ დამიჭიროს საქართველოს პოლიციამ? მაგაზეც მეშინია. მერე ცხინვალის ხელისუფლებამ რომ მომითხოვოს და გადმომცენ, უფრო მომკლავენ მერე, ბატონო. გადმოვიდოდი საქართველოში, როგორც დევნილები, ერთი ბინა მიყიდონ, სამსახური მომცენ და სხვა არაფერი მინდა ჩემ ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში ტკიბილად ვიცხოვრებ"" - გვითხრ მალხაზ კორტაევმა.
მალხაზ კურტაევი, როგორც გითხარით, ბოლო დრომდე, დათა და ვალია ვანიშვილების სახლში ცხოვრობდა. ბებიასთან და პაპასთან ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში.
ბებიასთან და პაპასთან სტუმრობის დროს გაიცნო ხურვალეთში მცხოვრები თათია ადიკაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ისინი ერთმანეთთან შეხვედრას ახერხებდნენ ხოლმე. ბოლოს, გასული წლი ზამთარში შეუღლდნენ კიდეც.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |