Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მერიამ ვარიანის, ახალდაბის, ტყვიავის, ხელთუბნისა და მეღვრეკისის გარეგანათების თანხა ვერ აითვისა
გორის მერიამ 5 სოფლის გარეგანათების თანხა, 200 000 ლარი ვერ აითვისა. ნაშთი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის სატენდერო კომისიის სხდომაზე მიიღეს.

როგორც კომისიის გადაწყვეტილებაში წერია, აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს ვერ მოესწრო, ხოლო პროექტის დასაფინანსებლად თანხა 2021 წლის ბიუჯეტის გეგმაში გათვალისწინებული არ იყო. ახალი ბიუჯეტი კი 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცეს.

პრობლემა მერიას კომპანია ,,მაიჯიპიესმა'' შეუქმნა. კომპანიამ გორის მერიის სატენდერო კომისია მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. სატენდერო პირობების შესახებისად ტენდერში მონაწილე კომპანიას დიოდური ნათურები უნდა შეესყიდა. გორის მერიამ ,,მაიჯიპიესს'' აცნობა, რომ მათი ნათურები ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

ამ ინფორმაციამ ,,მაიჯიპიესის'' წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ სატენდერო კომისიის წარმომადგენლებს.

,,სატელეფონო კონსულტაციისას თუ რის გამო მოხდა დისკვალიფიკაცია მოთხოვნილი ინფორმაციისა და ყველა დოკუმენტის სისტემაში არსებობის მიუხედავად, გვეცნობა, რომ კომპანია ვალდებული იყო შეექმნა დამატებითი წერილი და განემარტა მოდელი და სერტიფიკატებთან დაკავშირებით, რასაც სატენდერო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა. დაუშვებელია, პრეტენდენტს მოეთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც არ ყოფილა გათვალისწინებული სატენდერო პირობებით.'' - აღნიშნავს ,,მაიჯიპიესის" წარმომადგენელი მიხელ ჩაკაბერია. ჩაკაბერიას საჩივრის საფუძველზე მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.

ტენდერი კი, 2020 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა. მერიამ ვარიანის, ახალდაბის, ტყვიავის, ხელთუბნისა და მეღვრეკისის გარეგანათება წლის ბოლოს გადაწყვიტა. ტენდერში მონაწილეობა ,,მაიჯიპიესმა'' მიიღო, თუმცა დისკვალიფიკაცია მისცეს. გარეგანათების სამუშაოები 20 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ,,მაიჯიპიესმა" დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

შესყიდვების სააგენტომ ,,მაიჯიპიესის'' ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის მერიას ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. პროცედურების გაჭიანურების გამო, კომისიის წევრებს 2021 წელმა მოუსწრო.

,,ტენდერის გასაჩივრებამ გამოიწვია სატენდერო პროცედურების ვადის გაგრძელება და 2020 წელში განსახორციელებებლი სამუშაოების ვადა გაადავიდა 2021 წელში. აღნიშნული პროეტისთვის გამოყოფილი დასაფინსებელი თანხა გათვალისწინებული იყო 2020 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2021 წლის ბიუჯეტში პროექტის დასაფინსებელი თანხა არ არის გათვალისწინებული, რის გამოც საფრთხეშეექმნა აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას.'' - წერია ოქმში.

პროექტის მიხედვით, ახალდაბაში - 22 ცალი; ვარიანში - 276 ცალი; ტყვიავში - 50 ცალი; მეღვრეკისში - 50 ცალი, ხელთუბანში - 136 ცალი სანათი უნდა დამონტაჟებულიყო.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.