Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორი ტროლეიბუსებიდან ლურჯ ავტობუსებამდე
დღეიდან გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, მომხმარებლებისთვის მომსახურება დროებით უფასო იქნება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბოლოს 2007-2010 წლებში მუშაობდა, თუმცა კერძო კომპანიების წყალობით, ავტობუსებით მომსახურებაზე ქალაქის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა, რადგან ავტოპარკის შენახვა ძვირი ჯდებოდა.

ამიტომ, თითქმის 10 წელია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყოლია.

ქრონოლოგია: ტროლეიბუსებიდან ყვითელ ავტობუსებამდე


ფოტოზე: გორი, 2003 წელი

ოფიციალური მონაცემებით, გორში, ტროლეიბუსების ხაზი 1972 წელს გახსნეს. 1975 წელს მგზავრდა ნაკადი უკვე 6 მლნ 327 ათასს შეადგენდა. მგზავრობის ფასი 10 თეთრი იყო.

ტროლეიბუსების პარკი მცირედით ახლდებოდა. 1972 წლის შემდეგ არსებულ ავტოპარკს სამი ახალი ტროლეიბუსი ჯერ 1984 წელს, შემდეგ 1990 წელს 2 ახალიც დაემატა.

2010 წელს ტროლეიბუსები მოულოდნელად გააქრეს და ხაზები ჩამოხსნეს. ხაზის სიგრძე, 2010 წლისთვის 39 კმ-ზე მეტი იყო.

,,ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული იყო ტროლეიბუსების, როგორც გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალების ექსპლოატაციიდან ამოღება, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა შპს ტროლეიბუსის ბაზის განახლების საშუალება, ვფიქრობთ, რომ მაინც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ტროლეიბუსების პარკი და არსებული ელექტროხაზები იმდენად გაცვეთილი იყო, რომ ხშირი იყო ავარიები, რის გამოც გადაადგილება მგზავრებისათვის არც თუ უსაფრთხო იყო. ამასთან ერთად წარმოება ფაქტიურად წაგებაზე მუშაობდა და მალე შესაძლოა გაკოტრების წინაშე აღმოვჩენილიყავით, რაც გაართულებდა ვითარებას. ამჯერად ჩვენი ამოცანაა აუქციონიდან მიღებული შემოსავალი მივმართოთ ახალი ალტერნატიული ტრანსპორტის მოძიებისაკენ, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უწინდებურად ხელმისაწვდომი იქნება'' - აცხადებდნენ მაშინ გამგეობაში.

ყვითელი ავტობუსებიდან ლურჯ ავტობუსებამდე

ფოტოზე: გი, 2007

2004 წელს შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა და გამგებელმა სოსო მუმლაძემ ჰოლანდიიდან 8 ავტობუსი ჩამოიყვანეს.

2007 წელს თბილისის მერმა გიგი უგულავამ გორს 8 ჰოლანდიური ავტობუსი და 2 ნაგვის მანქანა გადასცა. ავტობუსების პრეზენტაციას, ძირითადად, გამგეობის თანამშრომლები და გორის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ახალი ავტობუსების ჩამოყვანის გამო. ეს ტრანსპორტი ქალაქში 20 თეთრად დადიოდა.

ჰოლანდიური ავტობუსები შპს ,,გორი-ავტოტრანსმა" ჩაიბარა. გუბერნატორი ამბობდა, რომ 2004 წელს ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი დიდი ავტობუსები სოფლებში ივლიდნენ. ,,იმ სერვისს რასაც დღევანელი ,,ატეკა" სთავაზობს მოსახლეობას, ვერ ვუწოდებთ სამართლიანს. მგზავრობის ფასები გაბერილია. 2004 წელს ჩამოყვანილი დიდი ავტობუსები მომგებიანი სწორედ სოფლებში იქნება. ამიტომ ისინი, ძირითადად, სოფლებში ივლის", - განგვიცხადა მაშინ გუბერნატორმა.


ფოტოზე: ყვითელი ავტობუსების პრეზენტაცია, 2007 წელი, გორი

ყოფილი ,,ატეკის'' წარმომადგენლებმა სოფლებში თავიანთ მიკროავტობუსებზე მგზავრობის ფასს 50 თეთრიდან 30 თეთრამდე დაუკლეს, ჰოლანდიურ ავტობუსებს მგზავრები მოაკლდა. ჰოლანდიური ავტობუსით მგზავრობა 50 თეთრი ღირდა. გარდა ამისა, ,,ატეკას'' მემკვიდრეებმა სოფლებში მოძრაობის განრიგიც იმ დროს დაამთხვიეს, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლებში მოძრაობდა.

რა მოხდება დღეის შემდეგ?

ე: ი, ი, 2021

2021 წლის 8 თებერვლიდან გორში ლურჯი ავტობუსები მოძრაობს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გრანტის სახით გორს 30 ავტობუსი გადასცა. ლურჯი ავტობუსები ძირითადად ქალაქის ტერიტორიაზე ივლის. კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა თავიანთი ხაზები გააუქმეს. მათი სამოქმედო არეალი ძირითადად სოფლად დარჩა.

გამეორდება თუ არა მსგავსი ტენდენცია, რაც 2009-2010 წლებში კერძო კომპანიებმა განახორციელეს? ამას დრო გვიჩნებს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.