Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
როგორ ვისწავლოთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია სრულიად უფასოდ?
ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მენეჯმენტი დღეს, ბიზნესის უმთავრეს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. როცა კომპანია დროსა და ფინანსურ რესურსს კონკრეტულ კამპანიაში დებს, მას სურს, გააკონტროლოს, რამდენად შედეგიანი იყო მისი ინვესტიცია. ციფრული მარკეტინგი ამ პროცესს უფრო ამარტივებს და უკეთესი შედეგების მიღების საშუალებას იძლევა.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ციფრული მარკეტინგი ხარჯეფექტურია - SEO, კონტენტ მარკეტინგი და სოციალური მედია გაძლევს საშუალებას, შენი იდეებით სასწაულები მოახდინო.

ციფრული მარკეტინგის სპეციფიკის ცოდნა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. მის შესასწავლად კი შეგიძლიათ, სპეციალური კურსები გაიაროთ და ამაშიც ფინანსური რესურსი დახარჯოთ ან ახალი პლატფორმის DGTL-ის მეშვეობით თავად გაიღრმავოთ ცოდნა და საჭირო უნარები შეიძინოთ.

პლატფორმაზე მარტივად და დეტალურად არის ახსნილი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების - ციფრული მარკეტინგის, კონტენტ მარკეტინგის, ვიდეო მარკეტინგის, სმს თუ ინფლუენსერ მარკეტინგის მნიშვნელობა, მათი ინსტრუმენტები, გამოყენების სპეციფიკა, შედეგები, რომელიც მათ მოაქვთ. მარკეტინგის მენეჯერის პროფესია დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და ჩამოთვლილ მიმართულებებს კომპანიებში ხშირად სხვადასხვა ადამიანი აკონტროლებს.

მნიშვნელოვანია, რომ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულების კვალიფიციურად და რაც მთავარია, უფასოდ შესწავლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. Digitalnews.ge-ზე მუდმივად იქნება წარმოდგენილი სტატიები, გზამკვლევები, ელექტრონული წიგნები, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღონ და თანამედროვე ტრენდებს არ ჩამორჩნენ.

DGTL არის ახალი ნაბიჯი ქართულ ციფრულ ინდუსტრიაში, რადგან მისი კონტენტი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის, ისე სტარტაპერებისთვის, რომელთაც მარკეტინგის მიმართულებებთან დაკავშირებით მუდმივად სხვადასხვა წყაროდან უწევთ ინფორმაციის მოძიება. Digitalnews.ge-ის იდეა კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პლატფორმაზეა თავმოყრილი ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი სიახლე, ინფორმაცია, თუ სახელმძღვანელო. ამგვარი შესაძლებლობა მარკეტინგით დაინტერესებულ პირებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევთ.

ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც სოციალურ მედიაში ეფექტურად პოზიციონირება სურს, სჭირდება, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტრენდებს, რისთვისაც ცოდნის მუდმივად განახლებაა საჭირო. სწორედ თანამედროვეობასთან შესაფერისი, რელევანტური და მუდმივად ახალი ინფორმაციის გასავრცელებლად შეიქმნა პლატფორმა Digitalnews.ge.

მისი მეშვეობით შესაძლებელია, თვალი ადევნოთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ არსებული აუდიტორიის გააქტიურებასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვაში.

ზოგიერთი კომპანიისთვის ციფრული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენება გარკვეულ ბარიერებთან არის დაკავშირებული, ხანდახან ენობრივი პრობლემის, ხან კი ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრის მოძიების მიზნით. DGTL-ის მიზანია, ამგვარი ბარიერები მოუხსნას კომპანიებს და საშუალება მისცეს, ისე ადაპტირდნენ ციფრულ სამყაროსთან, რომ კიდევ უფრო გაიზარდონ და მეტ მომხმარებელს მიაწვდინონ ხმა.

DGთL არის ციფრული მარკეტინგის ერთგვარი ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც საშუალებას გაძლევს, მარკეტოლოგის პროფესია ონლაინ შეისწავლო და რისთვისაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წლებს ატარებენ, რამდენიმე თვეში აითვისო. რაც მთავარია, პლატფორმაზე თანმიმდევრულად განთავსებული მასალები სისტემური ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა.

რეალობაა, რომ ციფრული მარკეტინგის წარმატებული კამპანიის განხორციელება ჯერ კიდევ რთული გამოწვევაა თანამედროვე, გამოცდილი მარკეტერებისთვისაც, თუმცა მნიშვნელოვანია იდეა და სწორი ნაბიჯების გადადგმა (ეს უკანასკნელი კი სპეციფიკური ცოდნის გარეშე თითქმის შეუძლებელია).

იმისათვის, რომ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოთ, მისი მხოლოდ ერთხელ, თუნდაც უნივერსიტეტში 4 წლის განმავლობაში შესწავლა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, მუდმივად ეცნობოდე ტრენდებს, ინსტრუმენტებს და გამოიმუშავო ახალი უნარები, რაშიც Digitalnews.ge დაგეხმარებათ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.