Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონების მიხედვით სახელმწიფო გრანტების განაწილების ფორმულის შეცვლას ითხოვს
,,მე შემოგთავაზებდით არა მარტივი არითმეტიკით 9 რეგიონზე განაწილებას, არამედ, მაგალითად, რეგფონდების პრინციპით."" - ამის შესახებ გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს.

გიორგი ხოჯევანიშვილს კითხვები ჰქონდა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების კანდიდატების წინაშე.

ხჯევანიშვილმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს მაია ცქიტიშვილს იმ გაწეული შრომისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გასწიეს:

,,ბატონ ირაკლის [ღარიბაშვილს] ვუსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გუნდი იქნება უფრო მეტად ეფექტური და კიდევ უფრო მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნება."" - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება მის კითხვას რეგიონების მიხედვით სახელმწიფო გრანტების განაწილების შესახებ:

,,კითხვა მექნება ქალბატონ ნათიასთან [თურნავა] და ბატონ ლევანთან [დავითაშვილი], იმ სახელმწიფო პროექტებზე, რომელზეც სახელმწიფო გრანტები იხარჯება, ვგულისხმობ საგრანტო და თანადაფინანსების პროექტებს. კითხვა არის შემდეგი: ჩვენ, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტში, ხშირად ვმსჯელობთ რეგიონების გათანაბრების საკითხზე, შესაძლებლობის გათანაბრებას ვგულისხმობ. ხომ არ იფიქრებდით, ამ პროექტების რეგიონების მიხედვით განაწილებაზე, მე შემოგთავაზებდით არა მარტივი არითმეტიკით 9 რეგიონზე განაწილებაზე, არამედ, მაგალითად - რეგფონდების პრინციპით, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. არსებობს გარკვეული ფორმულა, რომელიც ყველა პრინციპის გათვალისწინებით ხდება რეგიონებზე გათვალისწინება და ამ პრინციპით ხომ არ გვეფიქრა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს თანხების გათვალისწინება."" - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მან კითხვა დაუსვა ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატსაც:

,,საჭიროა წყლის საკითხის უფრო მეტი სისტემური მიდგომით მოგვარება. მე ამაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ახლა რაც კეთდება, ეს არის არასწორი. პირიქით, ძალიან სწორია. უბრალოდ, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს ამ საკითხების მოსაგვარებლად, იმიტომ, რომ ზოგადად საზოგადოების, განსაკუთრებით სოფლებში უკმაყოფილების დონეს საკმაოდ ზრდის ამ საკითხის დაურეგულირება."" - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.