Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ენმ-ს გორის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს ერთი ადვოკატი იცავს
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ ეთანხმებიან ბრალდების იმ ნაწილს, რაც პროკურატურამ წაუყენა. ეს ქმედება არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული" - ამბობს ადვოკატი ზაზა მინდიაშვილი, რომელიც 4 ბრალდებულს იცავს.

შიდა ქართლის პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის მინების დაზიანების ფაქტზე, ბრალი 4 მამაკაცს წაუყენა. ექსპერტიზის ცნობით, ენმ-ს გორის ორგანიზაციამ 1500 ლარის ღირებულების ზარალი განიცადა, რაც 100-ჯერ აღემატება იმ რიცხვს, რომლის ქვემოთ, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

,,ბიჭები ქეიფობდნენ რესტორან ,,ბერიკონში'', იქ დალიეს სასმელი და მიდიოდნენ ქალაქის ცენტრისკენ. 3 მათგანი გორში ცხოვრობს, სწორედ, ცენტრალურ ნაწილში, ერთი ბიჭი კი, მეზობელ სოფელში. ის ტაქსით უნდა გაეცილებინათ სახლში. თვითონაც არ ახსოვთ, რატომ გააკეთეს ეს. არანაირი პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიშნით, არ გაუკეთებიათ ეს ქმედება. იმდენად ნასვამები იყვნენ, რომ არ ახსოვთ, რატომ გააკეთეს ეს" - აცხადებს ადვოკატი.

2 მარტს, საღამოს 17 საათზე, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისი ოთხივე მათგანმა ქვებით დააზიანა. ადვოკატი განმარტავს, რომ წარსულში არ ყოფილან ნასამართლევნი და ამით კიდევ ერთხელ ირიცხება პოლიტიკური შეუწყნარობლობის მოტივი:

,,არც ერთი მართგანი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ, იყვნენ ნასვამები და ამას უკავშირებენ ჩადენილ ქმედებას. რაც ჩაიდინეს, იმას აღიარებენ, ხოლო პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ,'' - აცხადებს ზაზა მინდიაშვილი.

გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე დაკავებულები არიან -1994 წელს დაბადებული თ.მ. 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.