Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რა მოხდა ახალგორში 8 მარტს
8 მარტს, ახალგორის რესტორანში ქართველებმა და ოსებმა ,,შალახო'' მეგობრულად იცეკვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს.

თუმცა, მანამდე დაპირისპირება მოხდა. ნაცემია სტუდენტი ირაკლი გარიევი და სოსლან ფიცხელაური. მოქალაქე წერს, რომ სოსლანი ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაძლოა, თბილისში გადაყვანა დასჭირდეს.

გამოქვეყნებული სტატუსის მიხედვით, კულტურის სახლის დირექტორმა ბესარიონ ბითაროვმა, მოითხოვა, რომ არ დაეკრათ ,,შალახო'', რასაც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი დაეთანხმა.

მას შემდეგ, რაც კულტურის სახლის დირექტორმა ბესარიონ ბითაროვმა რესტორანი დატოვა, იქ მყოფებმა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა მეგობრულად გააგრძელეს. მათ შორის, რაიონის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა.



"ცნობილია დაპირისპირების ფიგურანტთა ვინაობა: ვიტალი მამიტოვი (ლენინგორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი); თემო ზანგურაშვილი (მაია ქისიევას ბიძაშვილი,  მმართველი პარტიის წევრი)

ირაკლი გარიევი - უბრალო სტუდენტი, სცემა მამიტოვმა.

მურათ ქუძიევი - სამხრეებით, ჯიოევის ქვეშევრდომი, პოლიციელი.

10 ბიჭი ყანჩავეთიდან (სადაც განლაგებულია რუსული არმიის შტაბი), მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში. მათ წინააღმდეგ გამოვიდა თემო ზანგურაშვილი.

ვიდეოშია ასევე შალახოც. დაუშვეს მას შემდეგ, როცა ყოვლისშემძლე ბესარიონ ბიტაროვი წავიდა ( უგონო მდგომარეობაში მყოფი, ცოლმა წაიყვანა) ბოლოს, ყველამ მეგობრულად იცეკვეს შალახო, მათ შორის ადმინისტრაციის მეთაურმაც.''
-
წერს ციცირონ ქსნელი.



ქსნელმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

"როგორ მიულოცეს ქალებს 8 მარტი ახალგორის ადმინისტრაციის მეთაურმა მამიტოვმა და კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ბესარიონ ბიტაროვმა:

გუშინ, ჩვენი ძვირფასი ახალგორელი ქალბატონები, ჩვენი დები და დედები ჩვენი შვილების, აღნიშნავდნენ 8 მარტს რესტორან "ძველ ციხესიმაგრეში". როდესაც ცეკვის დრო მოვიდა, გოგონებმა მოითხოვეს "შალახო" საყვარელი ცეკვა ცხინვალის ქორწილებსა და ბანკეტებზე. კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ბ. ბიტაროვმა აკრძალა ეს ცეკვა, ძალიან სულელური პრინციპით: "მე ვარ აქ უფროსი და შევუკვეთავ იმ მუსიკას, რაც მე მსურს! სანამ მე აქ ვარ, არ იქნება შალახოო!" (იგულისხმა, რომ ახალგორის კულტურის გამგეა) ადმინისტრაციის უფროსმა მამიტოვმა განამტკიცა მისი სიტყვები და მანაც აკრძალა ცეკვა. აი, ასე მიულოცეს ქალებს დღესასწაული ბიბილოვის ხელქვეითებმა. დღესასწაული ჩაიშალა, გოგონებმა ვერ იცეკვეს და ეს მაშინ, როცა მათ ჰქონდათ თანხა გადახდილი საკუთარი დღესასწაულისთვის. მთელი გულით გილოცავთ ახალგორის ლამაზმანებს და გჩუქნით ცეკვას "შალახო" (ვცეკვავთ ყველა!)'
'

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.