Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
ახალი ამბები
მავთულხლართების წინააღმდეგ მებრძოლნი
ჩვენს არქივში მოიძებნება იმ
ადამიანების ისტორია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ
გავლებულ მავთულხლართებს არ უშინდებოდნენ. ისინი ე.წ. საზღვრებს
მუდმივად ,,არღვევდნენ'' და დაპატიმრების საშიშროების წინაშე
იდგნენ.
ავთანდილ ასანიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს. ერთხელ, ავთანდილ ასანიძემ გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება, პრობლემის გარეშე, მოახერხა. დაკრძალვის დღეს კი, ოს და რუს მესაზღვრეებს თავი ვერ დააღწია. იხსენებდა, რომ დაკრძალვას დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც უნდა დასწრებოდა. ამიტომ, გარდაცვლილი მეგობრის შვილებმა ავთანდილ ასანიძის ამბავი აცნობეს. თიბილოვმა როდესაც გაიგო, რომ ასანიძე დაპატიმრებული ჰყავდათ, მისი ბრძანებით, იზოლატორიდან გაიყვანეს და გასვენების ცერემონიალს დაასწრეს.
განსაკუთრებით საინტერესო ხბოს მოსაძებნად წასვლის ამბავი იყო.
,,როცა დამაკავეს და მკითხეს, ღამე რატომ გადავედი მათ ტერიტორიაზე, ვუთხარი, რომ ძროხისა და მოგებული ხბოს მოსაძებნად ვიყავი. ერთ-ერთი ბესლანელი ოსი პირადად წავიდა საქონლის მოსაძებნად. ეს იმიტომ გააკეთა, რომ დარწმუნებულიყო ჩემ ნათქვამში. ხბო და ძროხა, მართლაც, იპოვა. იმ ღამით ჩემ ახლობლებთან დარჩენის საშუალება მომცეს ზნაურის რაიონში. ნაპოვნი საქონელი კი, იქვე სოფელში ერთ-ერთ ოჯახში მიიყვანეს. იმ ოჯახის დიასახლისი ჩვენ სოფლელია. მეორე დღეს საქონელთან ერთად გამომიშვეს" - ამბობდა ავთანდილ ასანიძე.
ციური ხუროშვილი კი 2020 წელს გარდაიცვალა. ის სოფელ ხურვალეთში ცხოვრობდა. მისი ნაკვეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობდა. ნაკვეთში მუშაობის დროს, მეზობელი სოფლის მოსახლეობას ხშირად აწვდიდა მედიკამენტებს და საკვებს, რაც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ადამიანებს ჭირდებოდათ. როდესაც ციური ხუროშვილის შვილი დააკავეს, ჯარიმის თანხა ოსური სოფლის, ძუკანთკარის მოსახლეობამ შეაგროვა და გადაიხადა. ხოლო, ზედმეტი თანხა მის შვილს სახლში გაატანეს.
,,ტელეფონით მატყობინებენ ხოლმე, რომ აფთიაქში წამლები ჭირდებათ. ცელოფნის პარკში ჩადებენ რეცეპტს, ხანაც ფულს და ჩემ ბაღში აგდებენ. მეც ვყიდულობ წამლებს და ისევ ცელფონის პარკით ვისვრი იმათ ბაღში" - ამბობდა ჩვენთან საუბარში ციური ხუროშვილი.
ხვალ კი, დათა ვანიშვილს დაკრძალავენ, რომელმაც 12 წელია გაუძლო საოკუპაციო რეჟიმს და სახლი ცოლთან ერთად არ მიატოვა. მას სთხოვდნენ, რომ დაეტოვებინა სახლი, თუმცა დათა ვანიშვილი პასუხობდა, რომ ის მისი შრომით იყო აშენებული და არსად წასვლას აპირებდა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |