Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქარელის საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღურიცხავი პროდუქტები ჩაიბარეს
ქარელის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში აღურიცხავი პროდუქტი დაარიგეს. საბავშვო ბაღების გაერთიანების სპეციალისტის, ლალი წიქარიშვილის ცნობით, ბრინჯის, კარტოფილის, ხახვისა და კომბოსტოს მარაგს არ ახლავს ვარგისიანობის ვადის აღმნიშვნელი მარკები.

ლალი წიქარიშვილმა ფაქტის შესახებ ქარელის მერიას 12 მარტს აცნობა. 25 მარტს კი, - მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტეს.

ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ 4 მარტის შემდეგ, კომპანიას მოსთხოვეს პროდუქტის ვარგისიანობის დამადატურებელი დოკუმენტების წარდგენა. თუმცა, 12 მარტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში პროდუქტი საერთოდ აღარ მიუწოდებიათ:

,,2021 წლის 4 მარტს საბავშვო ბაღების დირექტორებმა ერთობლივი განცხადებით მოგვმართეს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიამ მოთხოვნილი პროდუქტები შეიტანა ეტიკეტების და მოხმარების ვადის გარეშე. ასევე შეტანილი პროდუქტს არ ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია. მოხდა რეაგირება და შპს დეველოპმენტ გრუპ-ის ხელმძღვანელს მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებამ არ გამოიღო არავითარი დადებითი შედეგი. 2021 წლის 12 მარტის მოთხოვნა საკვები პროდუქტებისა აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა შესრულებული, ბაღებში საერთოდ არ შეიტანა საკვები პროდუქტები. საბავშვო ბაღის დირექტორებმა წერილობით განმეორებით მოგვმართეს. კომპანიას მეორე გაფრთხილება მივეცით'' - აღნიშნავს ნინო მეზვრიშვილი.

ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,დეველოპმენტ გრუპის'' პოზიცია უცნობია. ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანება, 25 მარტის გადაწყვეტილებით, ითხოვს მის შავ სიაში დარეგისტრირებას. საკითხს შესყიდვების სააგენტო განიხილავს, სადაც კომპანიას ახსნა-განმარტების წარდგენას მოუწევს.

კომპანია ,,დეველოპმენტ გრუპსა'' და ქარელის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის, ხელშეკრულება 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმდა. კომპანიამ ბაღებს პროდუქტების ერთი ნაწილი 26 თებერვალს, ხოლო მეორე პარტია - 2 მარტს მიაწოდა. მიღება-ჩაბარების აქტში, საბავშვო ბაღების დირექტორებს, შესაბამის გრაფაში, რაიმე სახის ,,შენიშვნა'' მითითებული არ აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დროს, (26 თებერვალსა და 2 მარტს) კომპანიასთან მათ რაიმე სახის პრეტენზია არ გასჩენიათ.

იხ. გაგრძელება

რას ნიშნავს პროდუქტი ბაღებში ,,ეტიკეტისა და ვადის გარეშე'' - ქარელის მერიის განმარტება
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.