Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
სოფელ კოდავარდისუბნის სკოლის აივანზე დილაობით სამი ბავშვი დგას და გზას გასცქერის. ელოდებიან ჰორიზონტზე სილუეტი როდის გამოჩნდება. მასწავლებელს შორიდანვე ცნობენ. როგორც კი შენობას მიუახლოვდება, ჩარბიან და ჭიშკართან ეგებებიან. ნიკოლოზისთვის და ორი ბარბარესთვის კიდევ ერთი გამორჩეული დღე იწყება, რადგან ლელა მასწავლებელმა სკოლამდე მისვლა მოახერხა.

ნიკოლოზი ყველაზე პატარაა, თუმცა მანაც იცის, რომ გზა, რომელსაც მასწავლებელი მათთან შესახვედრად გადის, სახიფათოა. განსაკუთრებით, ზამთარში. უფროსებისგან ხშირად ესმის, რომ სოფლის გარშემო ბევრი მგელია და შიშობს, ხომ შეიძლება გზად ლელა მასწავლებელსაც მგელი შეხვდეს.

კოდავარდისუბნის სკოლამდე რომ მივიდეს, ლელა ბესტავაშვილს საათზე მეტი სჭირდება. ის ქარელის დაბა აგარაში ცხოვრობს. დილის 8 საათზე სახლიდან გამოდის და ტრანსპორტს სოფელ მოხისის გადასახვევამდე მიჰყვება. დარჩენილი 6 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს.

,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას ვაპირებდი. მერე გულში ვთქვი, მაინც მივალ სკოლაში და იქაც გავთბები-მეთქი. სამი წყვილი თვალი რომ გელოდება აივნიდან, ძნელია უკან დაბრუნება“, - ამბობს მასწავლებელი.

კლასს შეშის ღუმელით ათბობენ, თუმცა ქარიან ამინდში კვამლი კლასში ბრუნდება, ამიტომ გაკვეთილის დროს კარის გაღება უწევთ.



სკოლაში სველი წერილები ახლახან გაარემონტეს, თუმცა წვიმიან და ღრუბლიან ამინდში საკლასო ოთახი ნახევრად ჩაბნელებულია. სკოლას ელექტროენერგია არ აქვს. ამიტომ, განათლების სამინისტროს მიერ დარიგებული „ბუკებიც“ თითქმის გამოუყენებელია.

პანდემიის გამო შეწყვეტილი სწავლა საქართველოს სკოლებში მარტიდან განახლდა, მათ შორის სოფელ კოდავარდისუბანშიც.


სოფელში ინტერნეტი არ აქვთ. დისტანციური სწავლების პერიოდში პედაგოგი და მოსწავლეები ერთმანეთს მობილური ტელეფონით, ოღონდ არა ინტერნეტით, არამედ უბრალოდ ზარის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ:

,,მშობლების ტელეფონით ვეკონტაქტებოდი ბავშვებს. გაკვეთილებს ფაქტობრივად ამ მეთოდით ვატარებდით“, - გვიყვება ლელა მასწავლებელი.

კოდავარდისუბნის სკოლა 4-კლასიანია, მაგრამ წელს მხოლოდ ორი კლასი აქვთ. მესამე კლასში ერთი მოსწავლე, ხოლო მეორე კლასში ორი მოსწავლეა. 4 კლასის დამთავრების შემდეგ ბავშვები სოფელ მოხისის სკოლაში გადავლენ.

სკოლის დირექტორი მაყვალა გელაშვილი იხსენებს, რომ წლების წინ, კოდავარდისუბანში 20-25 მოსწავლე დადიოდა. რამ გამოიწვია ბავშვთა კონტინგენტის ასეთი ცვლილება, სკოლის დირექტორი ასე ხსნის:

,,ბევრი ოჯახი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა დროებით. იქ სამუშაოდ წავიდნენ. ამას დროებით მიგრაციას დავარქმევდი. სადაც მშობლები წავიდნენ, შვილებიც იქ წაიყვანეს. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ისინი უკან დაბრუნდებიან.“ - ამბობს სკოლის დირექტორი, მაყვალა გელაშვილი.



სკოლაში 8-9 წლის მოსწავლეები, ნიკოლოზი და ორი ბარბარე სწავლობენ. ნიკოლოზის სახლი სკოლის გვერდითაა. არც დანარჩენები ცხოვრობენ შორს, თუმცა სკოლამდე იმ მცირე მანძილის გავლა მაინც ძალიან ახარებთ.

,,ძალიან მიყვარს სკოლა. ძალიან ლამაზი შენობა გვაქვს. ყველაფერი გვაქვს, ღუმელი, კარგი შენობა, ძალიან ლამაზი სკოლა გვაქვს,“ - გვეუბნება ბარბარე.

ჟურნალისტების მისვლა რომ შეიტყვეს, სკოლაში მოსწავლეების მშობლები და მეზობელი სოფლის, მოხისის სკოლის დირექტორიც მოვიდნენ. მშობლები ხუმრობენ, კერძო რეპეტიტორივით ტარდება გაკვეთილები, რადგან კლასში ცოტა ბავშვია და პედაგოგს უფრო მეტი დრო რჩება თითოეული ბავშვისთვისო.

ლელა ბესტავაშვილი 3 წელია კოდავარდისუბანში ასწავლის:


,,პირველად 3 წლის წინ მოვედი დროებით. მოვედი დროებით, მაგრამ დავრჩი, როგორც ჩანს, მუდმივად.“ - ამბობს პედაგოგი.



ლელა ბესტავაშვილი წლების წინ აბისისთავის საჯარო სკოლაში მუშაობდა. შემდეგ ვაკანსია გამოჩნდა კოდავარდისუბნის საბაზო სკოლაში. ახლა სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სკოლა შენარჩუნებულია.

„ის პედაგოგი, რომელიც აქ ასწავლიდა ჩემამდე, საზღვარგარეთ წავიდა. დროებითი შვებულება ჰქონდა აღებული, ამიტომ მეც დროებით მოვედი სამუშაოდ, მაგრამ ის, რომ აღარ დაბრუნდა, მეც დავრჩი. თავიდან არ მინდოდა დარჩენა, მაგრამ რომ მოვედი და აქ საყვარელი ბავშვები დამხვდნენ, დავრჩი. მერე გამოცდებიც ჩავაბარე დაწყებითებში, არც ამას ვაპირებდი, მაგრამ მაინც გავაკეთე.“

ლელა ბესტავაშვილის მოსწავლეების მშობლები გვეუბნებიან, რომ მათ შვილებს სკოლაში წასვლა ყველაზე მეტად მასწავლებლის გამო უხარიათ.

„მე ძალიან მომწონს, ცოტანი რომ არიან. მოსამზადებელივით არის“, - ამბობს ლალი ბარკაძე, მეორეკლასელი ბარბარეს დედა.

მესამეკლასელი ბარბარეს ბებია ირმა პაპიაშვილი გვიყვება იმასაც, როგორ შეუშალა ხელი უინტერნეტობამ პანდემიის დროს დისტანციურ სწავლას, რის გამოც სკოლის გახსნა ორმაგად უხარიათ.

„ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავთ ბავშვებიც კარგად მეცადინეობენ. სკოლა გაარემონტეს, სველი წერტილები გაუკეთეს. ყველაფერი გააკეთეს, რაც საჭირო იყო. ველოდებით, რომ აივანსაც კარგად გააკეთებდნენ“, - ამბობს ირმა პაპიაშვილი.

შიდა ქართლში ბოლო 10 წლის განმავლობაში სკოლების რაოდენობა შემცირებულია. თუ 2010-11 წლებში 177 სკოლა მუშაობდა, 2020/21 წლებში მათი რაოდენობა 172-მდე შემცირდა. სკოლების შემცირება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეინიშნება. 2007/08 წლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში 199 სკოლა ფუნქციონირებდა.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.