коронавирус
Статьятæ
"Цыдæриддæр нæм æвæрд æмæ æфтиаг уыдис, уыдон ацы иу азы мидæг бахардз
22:56 / 26.03.2021
Къодауардисубаны фæндагыл ацæуын Бестауашвили Лелайы сахатæй фылдæр хъæуы.
00:22 / 01.04.2021
Земо Ормоцийы хъæу Тъанайы комы уыцы бынаты ис, цыран
19:47 / 12.02.2021
Раст уыцы рæстæджы, æппæтæй тынгдæр сæ куы фæхъæуы аудындзинад, уыдонæй иутæ иунæг
19:57 / 26.02.2021
Къæлиндар
ახალი ამბები
მილიონი ლარის შესყიდვები ტენდერის გარეშე - როგორ მიმდინარეობდა სკოლების რეაბილიტაცია გორში
ფოტოზე: ქიწნისის სკოლის ახალი სველი წერტილი (ამჟამად, არ ფუნქციონირებს)

პანდემიაში გორის მერიამ 33 სკოლის სველი წერტილების მოწესრიგება გადაწყვიტა. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2020 წლის მარტში 1 მლნ ლარი გამოყო და ეს თანხა 10 კომპანიას გაუნაწილა. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ამ კომპანიების ნაწილი ახლად შექმნილი იყო, სამუშაოების დიდი ნაწილი კი დროულად ვერ შესრულდა.


რატომ სკოლები?

საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. მარტის დასაწყისიდან სკოლებში სწავლა შეწყდა.

ინფექციის ერთ-ერთ კერად სასწავლო დაწესებულებებში სველი წერტილების მოუწესრიგებლობა დასახელდა. გორის მუნიციპალიტეტის 67 სკოლიდან 33 სკოლაში საპირფარეშოები და ონკანები მოუწესრიგებელი აღმოჩნდა.

,,სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველამ რეგულარულად დაიბანოს ხელი წყლითა და საპნით, გაიწმინდოს სპირტით / სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ქლორის ხსნარით და რომ სკოლაში, როგორც მინიმუმ ყოველდღე, მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა; სკოლებმა უნდა უზრუნველყონ წყლის, სანიტარული საშუალებების და ნარჩენების მართვის საშუალებების არსებობა და დაიცვან გარემოს წმენდისა და დეკონტამინაციის პროცედურები." - ასეთი რეკომენდაცია მისცა გაეროს ბავშვთა ფონდმა განათლების სამინისტროს.

სამინისტრომ რეგიონულ დონეზე ამ რეკომენდაციის შესრულება რწმუნებულებს დაავალა. სახელმწიფო რწმუნებულებმა კი, - თვითმმართველობის ორგანოებს. 

ფოტოზე: ქიწნისის სკოლის სველი წერტილი, რომელსაც ახლის დასრულებამდე  იყენებენ

კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გორის მერიამ საჯარო სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაცია 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო.

,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პრიორიტეტების გადაფასება კერძოდ; დადგა საკითხი ყველა საჯარო სკოლის სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა, აქედან გამომდინარე შედარებით გვიან მოხდა აღნიშნული სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება" - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა 2020 წლის ივნისში გორის მერიამ.

"მოჩქარეს მოუგვიანდესო"

გორის მერია სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაციას ტენდერის გარეშე შეუდგა.

,,იმის გამო, რომ ტენდერის ჩატარებას გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდება, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირდაპირი წესით ხელშეკრულებების გაფორმება." - გვითხრეს გორის მერიაში.

გორის მერიის გეგმის მიხედვით, სველი წერტილების რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.

მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ სამუშაოების დასრულება ჯერ 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ – 2021 წლის 15 იანვრამდე, მესამედ – 15 თებერვლამდე გადაიდო. რამდენიმე სკოლაში სამუშაოები 2021 წლის 4 აპრილამდეც გაგრძელდა.

ვიდრე სამშენებლო კომპანიებს მოძებნიდნენ, აღმოჩნდა, რომ სველ წერტილებთან დაკავშირებით, პროექტები არ არსებობდა. გორის მერიამ, 2020 წლის აპრილში ეს საქმე კომპანია ,,ბილდინგ გრუპს" დაავალა.

საპროექტო ორგანიზაციას 43 ათასი ლარი მისცეს. მას ნახაზები 2020 წლის აგვისტომდე უნდა მოემზადებინა.

კომპანია ,,ბილდინგ გრუპი" 2016 წელს დაფუძნდა, თუმცა გორის მერიის შესყიდვებში 2019 წლიდან გამოჩნდა. ამ წელს ,,ბილდინგ გრუპმა" სკოლებისთვის კარ-ფანჯრებისა და სხვა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტები მოამზადა.

2019 წელს მომზადებული პროექტების მიხედვით, სკოლებში პრიორიტეტი იყო სპორტული დარბაზების კარ-ფანჯრის, გასახდელებისა და სკვერების მოწესრიგება. სველი წერტილების მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

2020 წელს, როდესაც აღმოჩნდა, რომ 33 სკოლაში სანიტარული ნორმები დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, გორის მერიას სველი წერტილების შესაკეთებლად საპროექტო ნახაზები დასჭირდა. მუნიციპალიტეტმა ეს საქმე სწორედ ,,ბილდინგ გრუპს" მიანდო.

მერიის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბევრ სკოლაში არსებული სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო, ამიტომ, გადაწყდა, რომ ზოგ სკოლაში საპირფარეშოები სკოლის შენობის გარეთ გაკეთებულიყო.

"ბილდინგ გრუპის" საპროექტო ნახაზების საფუძველზე, 2020 წლის ივნისში ჯერ 7 სკოლის, აგვისტო-ნოემბერში კიდევ 26 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლებში რომ სველი წერტილების მოწესრიგება 2020 წლის შემოდგომაზე ვერ მოესწრებოდა, ეს სექტემბერში უკვე ნათელი იყო. სექტემბრიდან გორის მერს კომპანიების წარმომადგენლებმა წერილები გაუგზავნეს, რომლითაც სამუშაოების გადავადებას ითხოვდნენ.


ფოტოზე: ქვემო ხვითის სკოლის ახალი სველი წერტილის შენობა

როგორ გაამართლა ყველაზე დიდმა კონტრაქტორმა

,,ზუკამშენი" ის კომპანიაა, რომელსაც სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, გორის მერიამ ყველაზე მეტი ხელშეკრულება გაუფორმა. ჯამურად, მას 280 000 ლარის ღირებულების სამუშაო დაუკვეთეს.

კომპანიას მოქალაქე გიორგი კარელიძე ხელმძღვანელობს. პირველი ხელშეკრულება 2020 წლის 7 ივლისით თარიღდება. ,,ზუკამშენი" კი 2020 წლის 24 ივნისს დაფუძნდა.

გიორგი კარელიძემ მუშაობდა 3 სკოლაში – ქიწნისში, ახალდაბასა და დიცში. ამათგან, ყველაზე ადრე დიცის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის დირექტორს მოწესრიგებული სველი წერტილები 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ,,ზუკამშენს" ვადა 2021 წლის 5 მარტამდე მისცეს.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესში მომდევნო ყველაზე დიდი კონტრაქტორი ინდივიდუალური მეწარმე ლევან ნადირაძეა. მასთან რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. ლევან ნადირაძეს, რომელიც ინდმეწარმედ 2004 წელს დარეგისტრირდა და საქმიანობა სასურსათო მაღაზიით დაიწყო, 230 000 ლარის სამუშაოები დაუკვეთეს.

გორის მერიამ პანდემიის პერიოდში 1-ელი ხელშეკრულება მასთან 2020 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. ნადირაძეს ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ტუალეტები უნდა გაერემონტებინა, რაშიც 68 784 ლარს მიიღებდა.

ინდმეწარმემ დაიქირავა მუშები და შეუდგა საქმიანობას, თუმცა სამუშაოები დათქმულ დროს, 45 დღეში, 30 ნოემბერს ვერ დაასრულა. ვადა თითქმის 10-ჯერ გადაუწიეს.



ფოტოზე: ქიწნისის საჯარო სკოლის ახალი სველი წერტილი, რომელსაც წყალი არ მიეწოდება

ლევან ნადირაძემ გორის მერის ზედამხედველობის უფროსს, ზვიად ანესაშვილს აცნობა, რომ მუშა-ხელი არ ჰყოფნიდა. ამ შინაარსის წერილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კიდევ 2-ჯერ გაუგზავნა. გარდა ზემო ნიქოზისა, ლევან ნადირაძე ვერ ასრულებდა დაკვეთას სათემოსა და ხურვალეთში.

,,2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ინდმეწარმე ლევან ნადირაძე აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს, ხურვალეთის და ნიქოზის საჯარო სკოლების სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების და სამუშაო პერსონალის სიმცირის გამო სამშენებლო პროცესი შეფერხდა და გვთხოვს სამუშაოების მიწოდების ვადების გაგრძელებას." - აცნობა გორის მერს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

23 დეკემბრამდე ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია ოთხჯერ გადაავადეს, ხოლო 23 დეკემბრის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ ორი წერილი მისწერა მერს, სადაც ზუსტად იგივე მიზეზია დასახელებული, თუ რატომაც ვერ სრულდებოდა ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

საბოლოოდ, ინდმეწარმეს გორის მერმა ვადა 2021 წლის 5 მარტამდე მისცა.

5-ჯერ გადაწიეს ხურვალეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა. ბოლო გადაწყვეტილებით, ამ სკოლის სველი წერტილის მოწესრიგება 2021 წლის 30 აპრილს უნდა დასრულდეს.

12 აგვისტოდან დაწყებული სამუშაოები 45 დღეში უნდა დასრულებულიყო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზემო ხვითში, თუმცა, კომპანია ,,ჯინოს", რომელთანაც ხელშეკრულება 66 092 ლარზე გაფორმდა, ვალდებულების ჩაბარება რამდენჯერმე გადაუვადეს.

ვადის ერთი თვით გახანგრძლივება მოითხოვა და 2021 წლის იანვრის დასასრულს ჩააბარა მერიას დასრულებული სამუშაოები ინდმეწარმე კახა დათაშვილმა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ბერშუეთის სკოლის ტუალეტის გარემონტება ჰქონდა შეკვეთილი.

როგორც ზედამხედველობის უფროსი ზვიად ანესაშვილი აღნიშნავს, ინდმეწარმემ ის სამუშაოებიც შეასრულა, რომელიც პროექტით არ იყოო გათვალისწინებული. როგორც ,,ოპტიმალგრუპის"" დასკვნაში წერია, დათაშვილმა შეასრულა 58 027 ლარის ღირებულების სამუშაო, ნაცვლად 68 518 ლარისა.

ქიწნისის სკოლაში სველი წერტილი კი მოაწესრიგეს, მაგრამ არ ფუნქციონირებს. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, წყალი ავზში ვერ ადის, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროძრავი დააყენეს. ანალოგიური მდგომარეობაა ახალდაბის სკოლაში. აქაც არ ფუნქციონირებს ახალი საპირფარეშო. დიცის სკოლაში კი სველი წერტილი სოფლის წყლის მაგისტრალს მიუერთეს, ამიტომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. დიცის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მანამდე სკოლა საკუთარ ჭაბურღილს იყენებდა და წყალი მუდმივად ჰქონდათ. ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებში სველი წერტილები შენობის გარეთ იყო და გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი სველი წერტილები შიდა სივრცეში მოაწყეს. ეს სკოლები კვლავ ძველ სველ წერტილებს იყენებენ. შედარებით გაუმართლათ ზემო ხვითის სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს: - ,,ჩვენთან მხოლოდ მიშენება გაკეთდა და არ დასჭირდა ცალკე შენობის მოწყობა. ჩვენთან კარგ მდგომარეობაშია სველი წერტილები"



ფოტოზე: სოფელ დიცის სკოლის სველი წერტილი, რომელსაც წყალი გრაფიკით მიეწოდება

აუდიტის რეკომენდაციები

სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიის პროგრამების მონიტორინგის ბოლო ანგარიში 2019 წელს გამოაქვეყნა და პირდაპირი შესყიდვები მაშინაც პრობლემურად შეაფასა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, გამარტივებულ შესყიდვებში შეუსაბამობები გამოვლინდა.

კერძოდ, 2017-2018 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა.

აუდიტის დასკვნით მიხედვით, დაქირავებულ კომპანიებს თანხას ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის გარეშე ურიცხავენ.

აუდიტის ჯგუფმა ერთ-ერთ კომპანიას ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოსთხოვა:

,,არასრულად წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და მუნიციპალიტეტის მიერ ანაზღაურებული ღირებულების შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები. კერძოდ, ერთ-ერთმა კომპანიამ შეიძინა სპილენძის კაბელი, სტადიონისთვის ელექტრო ტაბლო და გენერატორი. აღნიშნულ მასალებში მერიამ მიმწოდებელს აუნაზღაურა 401.4 ათასი ლარი. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მასალების ღირებულება შეადგენდა 168.6 ათას ლარს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ, ზედმეტად ანაზღაურებულია მინიმუმ 232.8 ათასი ლარი."" - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის რეკომენდაცია იყო, რომ მერიას თანხის ანაზღაურების დროს, ყველა დოკუმენტი საფუძვლიანად შეემოწმებინა, თუმცა აუდიტს არ უმსჯელია ამ კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.