Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რატომ არ მუშაობს წყლის მრიცხველები ტყვიავსა და მეჯვრისხევში? - გორის მერია ყოფილ წარმომადგენლებს პასუხობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის სისტემა გაკეთდა, მრიცხველებიც დაამონტაჟეს, თუმცა მოსახლეობას კვლავ ფიქსირებული გადასახადის გადახდა უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტარიელ გურგენიძე ავრცელებს, რომელიც ამ სოფელში 2012-2014 წლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი იყო.

მისი თქმით, ფიქსირებული გადასახადიც გაიზარდა - ოჯახებს ნაცვლად 5 ლარისა, ამჯერად 10 ლარი მოსთხოვეს:

,,შარშან შემოდგომით მეჯვრისხევში წყლის ხარჯვის მრიცხველები დაამონტაჟეს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოლიდური თანხებით... მიზანი ის იყო, რომ უპრობლემო ყოფილიყო დახარჯული ელენერგიის ღირებულების ამოღება. მეორე წლის შემოდგომა მოდის, წყალი კი ისევ არა გვაქვს იმის გამო, რომ მოსახლეობა გადასახადს ვერ იხდის. ელენერგიის დანახარჯის ფიქსირებული გადასახადი თუ უწინ 5 ლარი იყო, აგერ უკვე მესამე თვეა ითხოვენ ათ ლარს, ელენერგიის ფასნამატის მომიზეზებით, მაგრამ ელენერგიის ღირებულება ხომ 50 პროცენტით არ გაზრდილა, ამიტომაც მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს 10 ლარის გადახდაზე' - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

იგი მიმართავს შესაბამის სამსახურებს კითხვით, თუ რიღასთვის დამონტაჟდა მრიცხველები? რატომ გაიხარჯა ბიუჯეტიდან დიდი თანხები, თუ პრობლემას ზეპრობლემა დაემატებოდა?!

,,აი, კიდევ ერთი მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს ,,ოცნების,, ხელისუფლება ხალხზე და იმ უამრავი დაპირებისა არ იყოს, რაგვარად სრულდება მათი ნებისმიერი ,,მცდელობა,, ქვეყნის აღმშენებლობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის...'' - წერს ტარიელ გურგენიძე.

გორის მერიაში გვიპასუხეს, რომ მეჯვრისხევში მრიცხველების დამონტაჟება ახლა დასრულდა და მოსახლეობა გადაიხდის მოხმარებული წყლის მიხედვით ჭაბურღილის ელ. ენერგიის საფასურს ქვითრების მიხედვით.

,,ამ დღეებში ქვითრები დაურიგდება უკვე მოსახლეობას.'[ - გვიპასუხა გორის მერიის პრეს-სამსახურმა.

ტარიელ გურგენიძის განცხადებას გამოეხმაურა ტყვიავის ყოფილი წარმომადგენელი (2012-2014 წწ) თამაზ დალაქიშვილი:

,,ჩვენთან ჯერ ჭაბურღილების რეკონსტრუქცია უნდა მოეხდინათ და მერე გაემრიცხველიანებინათ. 90% მრიცხველების განადგურებულია. ამოტეხა ხალხმა და ისევ პირდაპირ მიაერთეს. არადა 900 ათასის სამუშაო მარტო ტყვიავში განხორციელდა. ახალი ავზები და ძრავები რომ დამონტაჟდება, ქსელი ახლიდან იქნება გასაკეთებელი და ახლიდან თანხა გამოსაყოფი სატენდეროდ. იმ მილიონით რამდენი სიკეთე გაკეთდებოდა სოფელში. მაგრამ არჩევნები მოდიოდა მაშინაც და აბა კოტიკო (იგულისხმება კოტე თავზარაშვილი) რით უნდა ექოთ? - ეხმაურება ყოფილი წარმომადგენელი.

კოტე თავზარაშვილის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ ტყვიავის 30 % ამ ეტაპზე აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, მრიცხველებით. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, მერიას უკვე შესყიდული აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რეზერვუარის, საქლორატოროს, შიდა ქსელის მოწყობას, ასევე არსებული ავზების გაწმენდას და მრიცხველების დამონტაჟებას.

,,პროექტი მზადაა და მიმდინარე წელს იგეგმება ამ პროექტის დაწყება. ამ დროისთვის ამ ოჯახებს წყალი მიეწოდებათ გრაფიკით. რაც შეეხება დაზიანებულ მრიცხველებს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის ოჯახები სადაც უკვე დამონტაჟებულია მრიცხველები, იხდიან მრიცხველების მიხედვით ელ. ენერგიის საფასურს.'' - გვითხრა პრეს-სამსახურის წასრმომადგენელმა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.