коронавирус
Статьятæ
"Цыдæриддæр нæм æвæрд æмæ æфтиаг уыдис, уыдон ацы иу азы мидæг бахардз
22:56 / 26.03.2021
Къодауардисубаны фæндагыл ацæуын Бестауашвили Лелайы сахатæй фылдæр хъæуы.
00:22 / 01.04.2021
Земо Ормоцийы хъæу Тъанайы комы уыцы бынаты ис, цыран
19:47 / 12.02.2021
Раст уыцы рæстæджы, æппæтæй тынгдæр сæ куы фæхъæуы аудындзинад, уыдонæй иутæ иунæг
19:57 / 26.02.2021
Къæлиндар
ახალი ამბები
კოვიდის გავლენა ექიმის საქმიანობაზე - ,,ქართლის სტუდიის" სტუმარი ექიმი-ნევროლოგი ნინო ადეიშვილი
ექიმი-ნევროლოგი ნინო ადეიშვილი ერთი წელია კოვიდით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობს. ამ პერიოდში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე – სახლში და შვილებთან. პირველ და მეორე ტალღის პერიოდში, ოჯახშიც არ მიდიოდა. ერთ-ერთია სამედიცინო პერსონალს შორის, რომელსაც კორონავირუსი არ შეხვედრია და კოვიდინფიცირებულთან თანაცხოვრებას კვლავაც აგრძელებს.

ის გადაცემა ,,ქართლის სტუდიის'' სტუმარია. საუბრისას მან აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულების გარდა, სერიოზულ ფსიქო-ემოციურ სტრესს ის ადამიანებიც განიცდიან, ვინც სამსახური დაკარგა, ვისაც კარანტინი უწევს ან კიდევ უფრო მეტი საზრუნავი სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ გაუჩინა. ამისათვის, ნევროლოგის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა შეძლონ სტრესრული გარემოს შეცვლა. იმის გათვალისწინებით, რომ ექიმსაც სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა, ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს თავისუფალი დრო ამ გარემოს შესაცვლელად. 

-pagebreak" src= "images/temp/2021/05/01/84742575e9c09b7e44f5884fc0b75924.jpg" border="0" width="280" style= "margin: 8px; float: right; border: 0px;">- ,,პირველი ტალღა, მეორე ტალღასთან შედადებით, მთელმა საქართველომ, შედარებით მარტივად გაიარა. ეს რეგულაციები უფრო მკაცრი იყო, სახელმწიფოსა და ექიმების თანხმებით. ჩაიკეტა საზღვრები, კარანტინი გამოცხადდა და სრული კოლაფსი იყო ფაქტობრივად, ადამიანებისთვისაც. რომელთაც ცხოვრების აქტიური რეჟიმი ჰქონდათ, უეცრად აღმოჩნდნენ ჩაკეტილ სივრცეში. როგორც ნევროლოგი, ვიტყვი, რომ ეს იყო სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი ყველასთვის. ყველას რაღაც გათვლილი ჰქონდა ცხოვრება წინასწარ და ეს გეგმები ფაქტობრივად შეეცვალათ 360 გრადუსით; აღმოჩდნენ 4 კედელს შორის; ყოველდღე იღვიძებდნენ ტელევიზორთან და ელოდებოდნენ, რაღაცა ცუდს. რა თქმა უნდა, ძლიერი სტრესი იყო. პირველი ტალღის პერიოდი გადავლახეთ, რაღაც პერიოდი გაიხსნა, საზღვრებიც – ნაწილობრივ. მოიხსნა რეგულაციები; მაგრამ, ზაფხულის სეზონმა დაგვღუპა. იმიტომ, რომ არანაირი დისტანცია, არანაირი ნიღაბი, რეგულაციების დაცვა ადამიანების მხრიდან არ არსებობდა. ზღვის სეზონი გააქტიურებული იყო და ადამიანები ახლო კონტაქტში იყვნენ ერთმანეთთან. რამაც სექტემბრის მეორე ნახევრიდან გამოიწვია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. მეორე ტალღის პერიოდში უფრო აქტიურად ვიყავი ჩართული, კოვიდკლინიკაში მიწევდა ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა. ძალიან მძიმედ მახსოვს პირველი რამდენიმე მორიგეობა; ჩემთვისაც ძალიან სტრესული იყო, როდესაც ვუყურებდი მძიმე პაციენტებს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მე თვითნაც, თავიდან, ძალიან ძლიერი სტრესი მივიღე, რამდენიმე დღის განმავლობაში. მით უმეტეს, მე ნევროლოგი ვარ და მიწევდა ესეთ პაციენტებთან მუშაობა. მე ვფიქრობ, შეძლეს ექიმებმა ამ ყველაფრის გადალახვა. სახლში არ მიდიოდნენ, უფრო სწორად, ვერ მიდიოდნენ, იმიტომ, რომ 24 საათის განმავლობაში დროს პაციენტებთან ერთად, ატარებდნენ. ვერ ნახულობდნენ ოჯახის წევრებს. მე მაგალითად, ორი პატარა შვილი მყავს და მაქსიმალურად ვცდილობდი, არ მენახა, რადგან იმის რისკიც იყო, რომ ვირუსი არ მიმეტანა ოჯახის წევრებისთვის და ჩემს გამო ვინმე დაინფიცირებულიყო და ფატალურად დასრულებულიყო ეს ამბავი. შვილებს ვერ ნახულობდნენ ექიმები, ექთნები, სანიტრები; ექთნის დამხმარეები. არ შემიძლია არ გამოვყო ექიმებთან ერთად, ექთნებისა და სანიტრების გმირული შრომა. ბევრჯერ ცრემლი მომდგომია თვალზე, ისეთი გმირობა ჩაუდენიათ, ჩვენთან ერთად. არანაკლები გმირები არიან. მარტო ექიმებს ვერ გამოვყოფ, მათ გარეშე, ექიმი ვერაფერსაც ვერ გააკეთებდა."

- კლინიკის გარეთ, მაინც იყო ისეთი განწყობა, რომ თითქოს ეს კორონავირუსი არ არსებობს. ამას რა გავლენა ჰქონდა კლინიკის შიგნით? როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პაციენტების ახლობლებს და საერთოდ რა გავლენა იქონია ამამ თქვენს საქმიანობაზე?

- ,, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა. ამ ბოლო დროს, ვცდილობ, რომ არ მივაქციო ყურადღება და პოლემიკაში არ შევიდა. მე, პირადად, არ მქონია ისეთ პაციენტებთან ურთიერთობა, რომელთაც ისეთი სერიოზული პრეტენზია ჰქონოდათ. ვინც ხედავდა იქ ექიმებისა და მედპერსონალის შრომას, არ მქონია ასეთი შემთხვევა, რომ ვინმე უკმაყოფილიყო ყოფილიყო. პირიქით, ძალიან გვეფერებოდნენ; ძალიან კეთილი სიტყვებით მოგვმართავდნენ; ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა; დაგვენახვებინა ნათელი წერტილი, რომ იმედი არ დაეკარგათ; ღრმად ესუნთქად, არ დანებებულიყვნენ; თუმცა, იყო ცუდად დამთავრებული შემთხვევებიც. მე რეანიმაციულ განყოფილებაში არ ვმუშაობდი, მე ჩვეულებრივ პაციენტებთან ვმუშაობდი, რეანიმაციაში მე არ მიწევდა მუშაობა, ამიტომ, ისინი გონზე იყვნენ; გველაპარაკებოდნენ, გვეკონტაქტებოდნენ და მაქსიმალურად ასრულებდნენ იმ დირექტივებს, რასაც ვეუბნებოდით, როცა რაიმე რთულდებოდა. მაქსიმალურად, ვცდილობდით, გამოგვეყვანა მდგომარეობიდან. იყო შემთხვევა, როდესაც სიტუაცია ჩვენს შესაძლებლობას აღემატებოდა. იყო მძიმე შემთხვევებიც. იყო ბევრი დაგვიანებული შემთხვევები. როგორც იცით, აღარ იყო ადგილები. იყო ეს პერიოდით, სამწუხაროდ, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტი არ დარჩენილიყო ადგილის გარეშე"


- ,,მე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ექიმებს შორის, რომელსაც კორონავირუსი არ შეხვდა. ეს როგორ მოახერხეთ?!

- ,,არ ვიცი, მე თვითონაც ძალიან მიკვირს. ყველას უკვირს. რა თქმა უნდა, პირდაპირი კონტაქტი მქონდა პაციენტებთან სრული ეკიპირებით, ნიღბით, ფარით. ყოველ მორიგეობაზე ამის რისკი იყო. თვითონ ჩემს კოლეგებთან, ვისაც კოვიდი ჰქონდათ, მათთანაც მქონდა კონტაქტი. ჯერჯერობით, ჯანმრთელად ვარ. აცრას ვაპირებ უახლოეს მომავალში. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ჯერ ვერ მოვახერხე და ერთ კვირაში მთელ ოჯახთან ერთად ავიცრები"

- ,,როგორც სპეციალისტს, ნევროლოგს, ამჯერად ახერხებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობას, რას უჩივიან პაციენტები და რამდენად მოახდინა გავლენათ მათ ემოციურ მდგომარეობაზე?

- ,,პირველი ტალღის დროს, განსაკუთრებით, გამოიკვეთა ეს პრობლემა. სტრესია არა მარტო მათთვის, ვისაც კორონავირუსი დაემართა, არამედ იმათთვის, ვინც ჩაკეტილ სივრცეში მოხვდნენ; სამსახური დაკარგეს, სკოლაშ ვერ მიდიოდნენ; უეცრად გეგმები შეეცვალათ. იმდენად ძლიერი იყო ეს სტრესი, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ არა მარტონევროლოგის კონსულტაცია, არამედ ფსიქოლოგი და არა ერთი შემთხვევა იყო, რომ ფსიქიართან გადამისამართებაც გვჭირდებოდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათაც სერიოზული ჩივილები ჰქონდათ; ჰქონდათ ძლიერი თავის ტკივილი, შიში ჰქონდათ, რომ ვერ სუნთქავდნენ და ამ შიშის ფონზე სუნთქვის უკმარისობა უფრო ძლიერდებოდა; თქვენ სტრესზე მითხარით, მაგრამ ნევროლოგიურ გართულებებს ვიტყვი. სთრომბოზებზე გავამახვილებ ყურადღებას. ყველამ იცის, რომ პაციენტები, კორონავირუსის დროს, ძირითადად ფილტვის არტერიით, სთრომბოზით მძიმდებოდნენ; პოსტკოვიდურ პერიოდში ხშირი იყო იშემიური ინსულტები და ასევე თავბრუსხვევა. რომელიც დღემდე გრძელდება და თებერვლის მეორე ნახევრიდან , როდესაც აღვადგინეთ ნევროლოგიური პაციენტების მიღება, ძირითადად, ფიქსირდება თავბრუსხევა, წონასწორობის დარღვევა, ძლიერი თავის ტკივილი. ნევროზული აშლილობა, უძილობა და მსგავსი ჩივილები. უმეტეს წილად ახალგაზრდა ასაკში. ვცდილობთ, ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარებას.

- ,,რა პერიოდულობა ახასიათებს ამ ჩივილებს?

- , ,იცით, როგორაა? სტრესი, რაც არ უნდა მკურნალობა ჩაუტარო, თუ სტრესული გარემო არ მოიხსნა, ცოტა რთულია ამ სტრესის მართვა. კი, შეიძლება, გარკვეული პერიოდი გაუმჯობესდეს მდგომარეობა, მაგრამ ეს მდგომარეობა გრძელდება. პანდემია ხომ სამწუხაროდ არსად წასულა.? მუდმივად უნდა იყვნენ ეს პაციენტები დაკვირვების ქვეშ და ჩემი აზრით გაიაროს ნევროლოგის, ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია, ვინც თავის თავს ვერ ერევა და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება. მერე უფრო შორს რომ არ წავიდეს ფსიქოლოგიური გართულებები."

- სტრესული გარემო ახსენეთ? ეს რომ დავაკონკრეტოთ. რა იგულისხმება? ჩაკეტვები იგულისხმება? ოჯახში კარანტინი იგულისხმება? სამსახურის გარემო იგულისხმება თუ... კომპლექსურად"

- ,,ყველაფერი. პირველ რიგში შიში იმისა, რომ არ დაინფიცირდეს ადამიანი. სულ შიშშია, სულ დაძაბულია, ცდილობს, ადამიანებს არ ეკონტაქტოს, სულ სტრესშია. მეორე – სოციალურ-ეკონომიური გარემო, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა თითოეულ ოჯახს: სამსახური დაკარგა და უწევთ, ელემენტარული საკვების მოძიება. ზოგიერთითვის ეს უფრო სტრესია, ვიდრე კორონავირუსით დაინფიცირდეს. "

- ,,თუ ახერხებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას. ერთია, რომ თქვენ ამ რჩევებს აძლევთ, მაგრამ მათ შესრულებას რამდენად ახრხებენ?

- ,,ვისაც ჯერავს, რომ არსებობს ვირუსი და ცდილობს, რომ არ დაინფიცირდეს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობენ დაცვას, ნიღაბსაც ატარებენ. ბევრია ჩემ გარშემოც ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია თავშეყრის ადგილებში არ ყოფილან. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ და დღემდე შარლატანებს გვეძახიან ექიმებს. არც ნიღაბს იკეთებენ, არც დისტანციას იცავს და არც არაფერს ემორჩილება."

- ,,თუ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც გარემოს შეცვლის მიუხედავად, მედიკამენტოზური დახმარება ხდება საჭირო"


- ,,რა თქმა უნდა, როცა სტრესია და ემოციური ლაბილობაა გამოხატული, მედიკამენტებიაც ვეხმარებით."

- ,,მესამე ტალღის ფაზაში ვართ, როგორც ექიმები საუბრობთ, როგორ შეგიძლიათ, ის გამოწვევები განმეორდეს, რაც პირველ და მეორე ტალღის დროს შეგვხდათ"

- ,,იმდენად უარყოფითი კამპანია მიმინარეობს, ვაქცინაციაზე, ცოტა მეშინია, რომ ამ ვირუსის დამარცხების დრო, ძალიან არ გაიწელოს საქართველოს. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, კარგი იქნება. ნებაყოფლობითია ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან. ძალიან იმატა ინფიცირებულთა რაოდენობა. როგორც ვიცით, არის იტალიური შტამი საქართველოში და ღმერთმა არ ქნას, რომ ინდური შტამი დაემატოს საქართველოში".

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.