коронавирус
Статьятæ
"Цыдæриддæр нæм æвæрд æмæ æфтиаг уыдис, уыдон ацы иу азы мидæг бахардз
22:56 / 26.03.2021
Къодауардисубаны фæндагыл ацæуын Бестауашвили Лелайы сахатæй фылдæр хъæуы.
00:22 / 01.04.2021
Земо Ормоцийы хъæу Тъанайы комы уыцы бынаты ис, цыран
19:47 / 12.02.2021
Раст уыцы рæстæджы, æппæтæй тынгдæр сæ куы фæхъæуы аудындзинад, уыдонæй иутæ иунæг
19:57 / 26.02.2021
Къæлиндар
ახალი ამბები
აღარ არიან...
ფოტოზე: მაგიდა სალოცავთან სოფელ კეხვის სიახლოვეს (რუსი ტურისტის ფოტო)

მას შემდეგ, რაც დევნილებად ვიქეცით, ამ წლების მანძილზე რამდენმა ჩვენებურმა სრულიად უცხო სოფლისა თუ ქალაქის სასაფლაოზე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი... მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად დავწერე ეს ტკივილით სავსე სტრიქონები.

ტყვიების ზუზუნს თავი რომ დააღწიეს, ვეღარ გაეგოთ, უნდა ეცინათ თუ უნდა ეტირათ. ბევრი იფიქრეს, იდარდეს, ივიშვიშს, მაგრამ თავს რომ ვერაფერი უშველეს, დამწუხრებულები დადუმდნენ.

მერე ნელ-ნელა იმატა შუბლზე ღარებმა და თმაში ჭაღარამ. აღარც ხალისი და ჯანმრთლობა შერჩათ, რომ ახლებური ცხოვრებისთვის ფეხი აეწყოთ, ნაადრევად შეეპარათ ხმაში ბზარი, იმედი გადაეწურათ და მიყუჩდნენ. ვერაფერი უშველა მათ ტკივილს ექიმმა და წამალმა, ვერც - კეთილისმოსურნე ახლობლების შეძახილებმა და და მცდელობამ, რათა როგორმე გული გაემაგრებინათ მათთვის. ხელი ჩაიქნიეს, განაჩენს მორჩლად დანებდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ , რომ ეს სევდა მათ სიცოცხლეს მოუსწრაფებდა.

წავიდნენ და მაშინვე დაგვაკლდა რაღაც დიდი, ენით უთქმელი... აღარსაიდან ისმის მათი ტკბილი და სევდაშეპარული ხმა, -ალერსიანი გურგური და თავშკავებული საფერებელი სიტყვები. ახლა, მათ ნაცვლად ისე ვეღარავინ მოგვიყვება ჩვენთვის კარგად ნაცნობ ამბებს, მოსმენა რომ არასოდეს გვბეზრდებოდა...

დღეს აღარ არიან.

წავიდნენ, სათითაოდ გაიკრიფნენ და თან გაიყოლეს დარდისგან გატეხილი გული და სევდისგან ქუთუთოდამძიმებული, ლოდინით დაღლილი, ცრემლდამშრალი თვალები, დაძარღვული, შრომისგან დაკოჟრილი, მაგრამ მაინც ყველაზე სათუთი ხელები... უთქმელად, უხმაუროდ განერიდნენ ამ ცოდვა-მადლით დამძიმებულ ყოფას და მათთან ერთად გაქრა შორეულ წარსულს მიბარებული ამბები - კალოსა და კევრზე, ქვევრსა და საწნახელზე, ქალამნებსა და ტყაპუჭებზე, ზამთრის ერთ ღამეში მოქსოვილ ქათქათა შალის წინდებზე, ახალგაღვიძებულთ დედები რომ დაახვედრებდნენ.. .

მათთან ერთად წარსულს ჩაბარდა სიძველეშეპარული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო ლეგენდები, ჩვენი ლამაზი ხეობის შემოგარენში არსებული ციხე-ტაძრების ისტორიები, ათასგვარი ჭორი და მართალი. სადღაც გაქრა თონიდან ახალამოყრილი ლავაშ-ლიკნის ღვთაებრივი სურნელი და აღარსაიდან ისმის დიდი სახლების გრილ მარნებში დაწურული დუღილშემდგარი ლომიაურის შიშინიც...

არადა, ამ ხალხმა ადამიანური ვალი პირნათლად მოიხადა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ხეც ბევრი დარგეს, სახლებიც დიდი შრომით და ჯაფით აშენეს, შვილებიც დატოვეს.. ბევრი იწვალეს, რომ ღირსეული სიბერე ჰქონოდათ, მაგრამ...

არავითარი შიში და სინანული! წავიდნენ და თან წაიყოლეს მხოლოდ ერთი დიდი საფიქრალი - საკუთარი მიწისა, შვილივით გამოზრდილი, ახლა კი გაპარტახებული ვაზისა, პატრონებივით გულგახლეჩილი, მსხმოიარე ხეხილის ბაღებისა, გაბალახებული წინაპართა საფლავებისა, სალოცავებისა და აგურ-აგურ ნაშენები დიდი სახლებისა... ალბათ, ყველაფერს დათმობდნენ მაშინ, თვით სიცოცხლესაც კი, ოღონდ იქიდან არ გამოექციათ მაშინ პირგამეხებულ დამპყრობლებს, მაგრამ...

აღარ არიან... წავიდნენ და შორს გადახვეწილი ემიგრანტებივით, სრულიად უცხო სოფლისა თუ ქალაქის მიწაზე , სადაც მანამდე ფეხიც კი არ დაედგათ, იქ ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი... დაისვენა მათმა სევდით დამძიმებულმა გულმა და თუ აქამდე მიწას ეფერებოდნენ, ახლა უჩვეულოდ მშვიდად და მდუმარედ, გულხელდაკრეფილნი, უმწეოდ ამოსცქერიან მზისქვეშეთს ქვედა სამყაროდან და აღარც შფოთავენ, აღარც რამეს ელოდებიან და აღარც შორს ცქერით ეღლებათ თვალები...

აღარ არიან... რთულმა დრომ და უსამართლობამ მოუსწრაფა უმრავლესობას სიცოცხლე... წავიდნენ და ახლა ხანდახან სიზმრად თუ მოვლენ, რაღაცას გვეტყვიან, გამოგვაფხიზლებენ, ნაადრევად მიძინების, დანებების საშუალებას არ მოგვცემენ და მერე ისევ მარადისობას დაუბრუნდებიან...

აღდგომის შემდეგ, მიცვალებულთა ხსენების დღეს რომ ბავშვები გავიღვიძებდით, მამა უკვე საფლავიდან დაბრუნებული გვხვდებოდა, ჩვეული ღიმილით გვეტყოდა:

,,სანთელი დავანთე, კვერცხი დავაგორე და ჩემ მიცვალებულებს მზის ამოსვლასთან ერთად აღდგომა ვახარეო..." ამით, ალბათ შვილებს მაგალითს უხმოდ და უთქმელად გვაძლევდა ,,დაიმახსოვრეთო"...

უკვე მეცამეტე აღდგომა დადგება და ამ დღეს, წითელი კვერცხებით ხელში მზერა ისევ შორს გამექცევა. ის ხომ იმ მრავალთან ერთად ერთ-ერთია, ვის საფლავამდე მისასვლელი გზაც, მეზობელმა ასე უსამართლოდ მოგვიჭრა...

ნანა კახნიაშვილი - წეროვანი (დევნილი დიდი ლიახვის ხეობიდან)
2 მაისი, 2021 წელი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.