Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მიენიჭებათ - აცხადებენ მთავრობაში
ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადებს.

ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკაზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

როგორც ცნობილია, უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებას და ვირუსის გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 313 742 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 295 458 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 89 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 788 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.