Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოქალაქეთა ვაქცინაცია დაიწყო
პირველი მოქალაქე, ვინც ცხინვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ჟურნალისტი კოსტა კოშტეა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვაქცინაცია 4 მაისს, რუსული ,,სპუტნიკ V''-ის საშუალებით დაიწყო.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ამ ეტაპზე, რისკჯგუფებში მყოფი, ქალაქ ცხინვალის მოსახლეობა იცრება. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციას, ექიმების თქმით, მათი აცრაც შეიძლება.

,,ცხინვალში ვაქცინაცია ჩაუტარდებათ ახლომდებარე სოფლების, მათ შორის ცხინვალის რაიონის მაცხოვრებლებს. დანარჩენებს შეეძლებათ აცრა რეგიონულ სამედიცინო დაწესებულებებში. უფრო მეტიც, ვაქცინას იღებენ საავადმყოფოების ხელმძღვანელები და უკვე ადგილზე, ვაქცინაცია ჩატარდება იმავე სქემის მიხედვით, რაც ქალაქში.", - ამბობს მთავარი თერაპევტი თამარ სანაკოევი.

4 მაისს 6 ადამიანი აიცრა. ორი მათგანი სამედიცინო მუშაკია, ოთხი - ჩვეულებრივი მოქალაქე.

,,ეხო კავკაზასთან" მიცემულ ინტერვიუში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე პლიევი ამბობს, - ,,სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ,,სპუტნიკ V-ს ორი ათასი ვაქცინის ყიდვას აპირებს 2 მილიონ რუბლად. ასევე მოლაპარაკებები მიდის სხვა ვაქცინასთან დაკავშირებითაც, თუმცა საწყის ეტაპზე დაგეგმილია ,,სპუტნიკ V-ის" შესყიდვა".

კითხვაზე - საკმარისი იქნება თუ არა ვაქცინის ეს რაოდენობა, პლიევი პასუხობს, - "ვინც გამოჯანმრთელდა, მათ ვაქცინა აღარ ესაჭიროებათ."

მისი მონაცემებით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში გამოჯანმრთელდა 15 ათასიდან 20 ათასამდე ადამიანი. ორი ათასი დოზა კი განკუთვნილია რისკ-ჯგუფებისთვის - ექიმებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უწევს სამსახურში დიდი რაოდენობით ხალხთან ურთიერთობა. 

,,ეხო კავკაზამ" პლიევს დაუსვა კითხვა იმის შესახებაც, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია მხოლოდ ინფიცირების 2391 შემთხვევა - ,,და თქვენ ამტკიცებთ, რომ გამოჯანმრთელდა 15 ათასზე მეტი, ანუ დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი, რომელიც გამუდმებით ცხოვრობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე?" - ,,კი, დაახლოებით ნახევარი. 100-მდე ადამიანი კი გარდაგვეცვალა კოვიდ-19-ით" - უპასუხა პლიევმა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.