Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან“, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას https://booking.moh.gov.ge/-ზე ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის - 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ.

„გასულ კვირას გერმანიამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა “ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ზღვარის შემცირების საკითხს.
ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები ხვალ, 20:00 საათიდან შეძლებენ.

სავარაუდო გართულებები, რის გამოც სხვადასხვა ქვეყანამ „ასტრაზენეკაზე“ ასაკის შეზღუდვა განიხილა, არის ძალიან იშვიათი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა „სინოვაკთან“ (Sinovac Biotech) დაკავშირებითაც იმსჯელეს. იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო მთავრობასთან „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენების საკითხს განიხილავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავტორიზაცია „სინოვაკის" გამოყენებასთან მიმართებით დასასრულს უახლოვდება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა არსებობს სტრატეგიული ექსპერტების ჯგუფის დადებითი შუალედური დასკვნა „სინოვაკის“ შედეგების შესახებ.

გარდა ამისა, ხვალ, 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.

11 მაისის მონაცემებით საქართველოში 67 136 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.