Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პრეზიდენტმა კოტე ანანიაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ღირსების ორდენით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსათვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა.

ორდენით ანანიაშვილის გარდა, დაჯილდოვდნენ შემდეგი პირები:

საქართველოს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ყოფილი უფროსი ავთანდილ დვალიშვილი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი როინ კაშმაძე;

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი უფროსი სპეციალისტი რაჟდენ კოპალიანი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ლომიძე;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე თამარ როსტიაშვილი;

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა;

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ფაღავა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბექა ძამაშვილი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან მესხორაძე.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.