Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
1918 წლის დამოუკიდებლობის მახარობელი ქვა სოფელ აძვისში


,,მონობაში გატანჯულო, დაუვიწყარო მამავ! - შენი ნატვრა აღსრულდა, საქართველო განთავისუფლდა." - ასეთი წარწერაა სოფელ აძვისში დავით ნიკოლოზის ძე კაპანაძის საფლავის ქვაზე, რომელიც 1918 წლის 25 მაისს გარდაცვლილა.

ეკლესიური წესით, ის, სავარაუდოდ, 3 დღეში 28 მაისს დაკრძალეს. დავით კაპანაძის შვილებმა მამის საფლავის ქვას ასეთი წარწერა გაუკეთეს:

დავით კაპანაძის შთამომავლები დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. ნაწილი საქართველოშია დარჩენილი, მათ შორის, გორსა და ქარელში.

"იყვნენ 4 ძმა კაპანაძეები. იყვო ძალიან ჭკვიანი და შრომისმოყვარე ხალხი, სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულები და ბოსტნეულსა და ბაღჩეულს აწარმოებდნენ, რომლითაც მეფის არმიას ამარაგებდნენ. არმია სურამში იდგა, ისინი ოქროს თუმნიანებს უხდიდნენ. შემდეგ ის ყველაფერი ისევ მიწაში იდებოდა, რადგან კაპიტალი იყო. მეტი მიწა მეტ მოსავალს იძლეოდა. იდგა ძალიან კარგი სახლი, ბოლშევიკების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოართვეს, ჩვენს სახლში გააკეთეს კანტორა, სოფლის ნახევარი დასახლებულია ჩემი პაპის და მისი ძმების მიწებზე, მათ შორის დავით კაპანაძისა" - გვითხრა ქარელში მცხოვრებმა პეტრე კაპანაძემ.

საფლავის ქვა წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩაფლული. კომუნისტების პერიოდში ბალახითა და მიწით იყო დაფარული. მხოლოდ 80-იან წლებში გაბედა დავითის შვილმა ქვის გასუფთავება:

"შვილმა აღადგინა, სამედიცინო პოლკოვნიკი იყო, ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ მოსკოვში შემდეგ ხაშურში მუშაობდა ქირურგად. ჩვენ არ ვიცოდით, თუ არსებობდა. ახლაც მახსენდება "ბიძიკო იჩქარე ნელა" ეს ტრერმინი იცოდა ხოლმე. ბოლოს ამ სოფელში დასახლდა პატარა სახლი აიშენა. " - იხსენებს პეტრე კაპანაძე დიდ თენგიზ კაპანაძეზე, რომელიც 1981 წელს გარდაიცვალა. სწორედ, თენგიზ კაპანაძის დამსახურებაა, რომ საფლავის ქვა შემორჩა.

გორში ცხოვრობს კიდევ ერთი ოჯახი, რომლებიც დავითის ერთ-ერთი ძმის შთამომავალია:

"ვერ იტანდნენ ბოლშევიკები ჭკვიან ხალხს, აქ რომ რეპრესიები დაიწყო, ერთმა ბიძამ გაასწრო - საზღვარზე გადავიდა. თავდაპირველად დაიჭირეს, მაგრამ მეორედ მაინც გადავიდა და ომის დამთავრებამდე იქ იყო. ომის შემდეგ შევიდნენ ჩვენი საჯარისო ნაწილები ევროპის ქვეყნებში და უკან წამოიყვანეს. რაც შეეხება მამაჩემს, მამა იყო ტყვედ ჩავარდნილი. სტალინის გამოთქმაა - "მე არ ამყავს ტყვეები მე მყავს მოღალატეები". საქართველოში უკანდაბრუნებული მამა დააპატიმრეს. ჩამობრუნდა იმიტომ, რომ იქ საქართველო არ იყო, ასეთ ადამიანებს ეძახდნენ ბოლშევიკები მოღალატეებს." - იხსენებს გორში მცხოვრები თენგიზ კაპანაძე.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.