Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში თვითმარქვია კონტროლიორი გამოავლინეს - რა მოხდა ლურჯ ავტობუსში
ახალგაზრდა მამაკაცი იდენტიფიცირებულია, რომელიც გორის საზოგადოებრივ (ლურჯ) ავტობუსში მოქალაქეებს დაჯარიმებით ემუქრებოდა.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა განგვიცხადა. მისი თქმით, პოლიციას მოკვლევა დაწყებული აქვს, ხოლო მოწმეების მიერ ახსნა-განმარტებების მიცემა გრძელდება.

,,ერთადერთი, რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ ეს მოქალაქე მგზავრებს დაჯარიმებით ემუქრებოდა. თანხის გამორთმევის ფაქტები, ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ მხოლოდ დავაფიქსირეთ ფაქტი, რომ ის მოქალაქეებს დაჯარიმებით ემუქრებოდა. რის სანაცვლოდ? ამას ალბათ მოკვლევა დაადგენს. აქვს თუ არა ამ პიროვნებას ფსიქიკური პრობლემები, ამაზე რეაგირება პოლიციას ექნება" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და პიროვნების ვიზუალი კარგად ჩანს:

,,ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანის შესახებ დამატებითი დეტალები. ამ პიროვნებამ ავტობუსში თავი წარადგინა შესაბამისი სახელითა და გვარით. ასევე, დაფიქსირებულია სათვალთვალო კამერით. ნამდვილად, ამ გვარსა და სახელს ატარებს თუ არა, ეს პოლიციამ იცის. ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელი იყო, მგზავრთა ინტერესთა დასაცავად, ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც ასე იქნება' - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

იგი განმარტავს, რომ მოქალაქეებმა ავტობუსში მგზავრობის თანხა არ უნდა გადაიხადონ:

,,გადახდა ხდება მხოლოდ ბარათების საშუალებით. არის, როგორც სპეციალური ბარათი, ასევე, თიბისი ბანკის ბარათები, რომლითაც ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეუძლია მოქალაქეს მგზავრობის თანხის გადახდა. რაც შეეხება სხვა ბანკების ბარათებს, მგზავრობის გადახდა ამ ბარათებითაც შეიძლება, თუმცა, მგზავრს ბანკი საკომისიო გადასახადს ჩამოაჭრის'' - განმარტავს ჯირკველიშვილი.

რაც შეეხება მგზავრობის გადახდას ნაღდი ფულის სახით, ასეთი სისტემა ლურჯ ავტობუსში არ არსებობს:

,,ჩვენ ვერიდებით ასეთი სისტემის ამოქმედებას, რადგან არსებობს საფრთხე, რომ აპარატი დააზიანონ, სწორედ, ქურდობის მიზნით. ვიღაცას შეიძლება იქ თანხა ეგულებოდეს და რაღაც მოხდეს. ასევე, ნაღდი ფულის გადახდისას ყოველთვის მაღალია ალბათობა ასეთი ტიპის [თაღლითური] ქმედების. ამდენად, ვთხოვთ, მოსახლეობას გაითვალისწინონ, რომ ნაღდი ფულის მოთხოვნის შემთხვევაში, თანხა არავის გადაუხადონ' - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

შეგახსენებთ, გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა ფასიანი 20 მაისიდან გადახდა. ბოლო 10 დღეში, როგორც ზურაბ ჯირკველიშვილმა გვითხრა, არავინ დაუჯარემიათ.

,,რაც შეეხება ჯარიმების გამოწერის პროცედურას, ამ ეტაპზე, დაჯარიმებული არავინაა. ჩვენი მოქალაქეები არ იმსახურებენ ჯარიმებს, ნამდვილად. სიტუაცია ნორმალურად მიმდინარეობს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე ბოროტულად ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიკეთით, ის აუცილებლად დაჯარიმდება და შესაბამისი ოქმიც შედგება' - განმარტავს ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

რაც შეეხება ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, მისი შინაარსი ასეთია:

,,გვსურს, გაცნობოთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ავტობუსებში შენიშნეს ადამიანი, რომელიც მგზავრებს კონტროლიორად ეცნობა და დაჯარიმებას ცდილობს. ჩვენს კონტროლიორებს თან აქვთ სპეციალური მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს კონტროლიორები არიან. ამ მოწმობას აქვს ასევე Qღ კოდი, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ნამდვილად კონტროლიორები არიან თუ არა. მოგმართავთ თითოეულ მოქალაქეს, თუ ავტობუსში ვინმე კონტროლიორად გაგეცნობათ და თქვენს დაჯარიმებას დააპირებს, აუცილებლად მოსთხოვეთ დამადასტურებელი ცნობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია, რათა დროულად აღიკვეთოს მსგავსი თაღლითობა აქვე გაცნობებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე დაიწყო მოკვლევა. გთხოვთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა მოქალაქეები შეცდომაში არ შევიდნენ'' - აღნიშნულია განცხადებაში.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.