Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობებისთვის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
სახალხო დამცველმა პარლამენტს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით, წინადადებით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების, აღმზრდელ–პედაგოგთა საკვალიფიკაციო ჩარჩო–სტანდარტებისა და პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებისა და დანერგვის კუთხი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება კანონში უნდა იყოს ასახული.

ასევე, ბავშვთა სააღმზრდელო ჯგუფებში გადანაწილება და აღმზრდელ–პედაგოგთა პროპორციული თანაფარდობა საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებით უნდა განხორციელდეს;

ალტერნატიული და სპეციალური სასწავლო პროგრამების დანერგვის მიზნით, დამატებითი ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა განისაზღვროს.

დასახვეწია მუნიციპალური კონტროლისა და შიდა მონიტორინგის სისტემა, რათა სააღმზრდელო დაწესებულების არაგეგმიური შემოწმება სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით მოხდეს;

ხოლო მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე დასკვნების შემუშავებასა და მათ აღსრულებას სავალდებულო ხასიათი უნდა მიეცეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაარეგულიროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და კვების ორგანიზაციული წესების მონიტორინგის საკითხი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 22–ე მუხლის გარდა) ამოქმედდება 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს დასარეგულირებლად, შესაბამისად, საჭიროა გადაიხედოს კანონპროექტის ამოქმედების თარიღი და დაწესდეს გონივრული ვადა მისი ძირითადი დებულებების ძალაში შესვლისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივას და მიიჩნევს, რომ იგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინსტრუმენტი გახდება.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.