Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გამგებლის მომხრე დეპუტატები ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის მილიონიან პროექტებს აპროტესტებენ
გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ქვახვრელის, ატენისა და ხიდისთავის წყალმომარაგების პროექტის განსახორციელებლად, 4 მლნ ლარის გამოყოფის ფაქტი გამგებლის მომხრე დეპუტატებისთვის საგანგაშო აღმოჩნდა.

ამის შესახებ ვარიანისა და კარალეთის მაჟორიტარმა წარმომადგენლებმა ერთ-ერთ კომისიის სხდომაზე პროტესტი გამოთქვეს.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ბერკაცაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის სასმელი წყლის პროექტის განხორციელების მიზნით, გამოყოფილი თანხა უნდა გადანაწილდეს.

მუნიციპალიტეტში 104 სოფელია და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გაანგარიშებით, თითო სოფელს 38 ათასი ლარი შეხვდებოდა.

,,ბალანსი უნდა იყოს დაცული" - ამბობს ვახტანგ ბერკაცაშვილი, რომელიც კომისიის სხდომაზე ვიდეოკამერის წინ დეპუტატებს ინიცირების საფუძვლიანობაში არწმუნებდა.

,,იმ დროს, როდესაც რაიონში გვაქვს 104 სოფელი, 5 მლნ ლარი სამ სოფელზე არ უნდა ნაწილდებოდეს" - განმარტავდა ,,რესპუბლიკელი" ბერკაცაშვილი.

ვახტანგ ბერკაცაშვილმა გვითხრა, რომ ეს ინიციატივა მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ონიაშვილთან კონსულტაციის შემდეგ გააჟღერა.

,,ჩემ სოფელში, სადაც არც გაზია, არც წყალია, არც გამრიცხველიანება, ვერ ვიგებ, რატომ უნდა გიკივირდეთ, რომ ეს მასშტაბური პროექტი ქვახვრელში განხორციელდეს?" - კითხულობს ქვახვრელის მაჟორიტარი წარმომადგენელი ნიაზ ნიაზაშვილი.

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელიც და ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელიც ამბობენ, რომ კომისიის სხდომაზე საკითხის ამდაგვარად გაჟღერება შეცდომა იყო.

საკრებულოს სხდომაზე გამგებელიც და მისი მომხრე დეპუტატებიც ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის მილიონიან პროექტებს შეეგუვნენ.

,,შემდგომში ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ სამ სოფელში ეს პროექტები უნდა განხორციელდეს" - ასეთია ვახტანგ ბერკაცაშვილის დღევანდელი პოზიცია.

ეს თანხები 2015 წელს უნდა ათვისებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტების წარდგენა დააგვიანა და თანხის ათვისება 2016 წელს გადაიტანეს.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.