Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
რატომ არ ენდობა თიბილოვი ჰააგის სასამართლოს გამოძიებას
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტს უარყოფს.

ამის შესახებ თიბილოვმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შესახებ, ისაუბრა.

2016 წლის 27 იანვარს ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტზე ჰააგის სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით და მასზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, გადაწყვეტილება  2015 წლის 8 ოქტომბერს მიიღო.

ჰააგის სასამართლომ კი, გამოძიება 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო.

გამოძიების დაწყებას, კონფლიქტის ზონაში 2008 წლის 1 ივლისიდან 8 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებების ფაქტები დაედო საფუძვლად.

2016 წლის 28 იანვარს რუსეთმა ჰააგას, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, საკუთარი მასალები გადასცა.

29 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხდა, რომ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს მიმართ იმედგაცრუებულია.

,,ბენსუდას განცხადება, იმის შესახებ, თითქოს, დახოცილთა შორის ქართული ბატალიონის სამშვიდობები არიან, ასურდია. სწორედაც, ქართული საშვიდობო ბატალიონი იყო ვალდებული შეენარჩუნებინა მშვიდობა, ჯერ კიდევ, ქართველების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ამ ბატალიონმა მიატოვა დისლოკაციის ადგილი. ეს ოპერაცი იყო ორგანიზებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ." - ციტირებს ლეონიდ თიბილოვის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი".

თიბილოვმა ეს განცხადება დე-ფაქტო მთავრობის ძალოვან სტრუქტურის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამშვიდობო შენაერთებიდან, დანაკარგი, მხოლოდ, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა განიცადეს.

დე-ფაქტო პრეზიდენტს ისიც უკვირს, რომ ის ორგანო, რომელიც ნებისმიერ დანაშაულს მიუკერძოებლად უნდა იძიებდეს, თავიდანვე, სხვა ტონით იწყებს ქმედებას.

,,მსოფლიომ უკვე იცის, რომ საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთის მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას. დღეს კი, ამ ფაქტთან მიმართებაში და ბენსუდას განცხადებაში ორმაგი სტანდარტი გვესმის."

,, მე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ეთნიკურ წმენდას სამხრეთ ოსეთში ადგილი არ ქონია. პრაქტიკულად, ქართველი მოსახლეობა ცხინვალის რაიონიდან საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანად მოხვდა."

,, იცოდნენ რა, რომ მოხდებოდა ფართომასშტაბიანი ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, მოსახლეობა თავის კარ-მიდამოს ტოვებდა, შემდეგ თვითონვე ანადგურებდნენ, წვავდნენ თავიანთ სახლებს და არაფერს ტოვებდნენ" -
აღნიშნა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

თიბილოვის აზრით, საერთაშორისო სასამართლო, 2008 წლის მოვლენებთან მიმართებაში, ოსებისა და მათი მეგობარი რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს.

,,არც ველოდებით ობიექტური დასკვნების გამოტანას ამ სასამართლოს მიერ." - ასკვნის თიბილოვი.

სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი" იხსენებს ფატუ ბენსუდას ადრინდელ განცხადებასაც, სადაც აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს 2008 წლის კონფლიქტის გამოძებას ხელს არ შეუშლის.

 

 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.