Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა თიბისი 2023 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მათ შორის, მიმდინარე წელს ბანკების აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული მიღწევები, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და ინოვაციური პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინეს შემდეგი სუბიექტური კრიტერიუმებიც: კაპიტალის და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო საქმის ექსპერტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პირების მოსაზრებები.

„წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები ის ბანკები გახდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი კლიენტების საჭიროებებს და რომლებმაც ძლიერი შედეგების მიღწევით საფუძველი ჩაუყარეს მომავალ წარმატებას. ისინი გონივრულად მართავდნენ თავიანთ აქტივებსა და ვალდებულებებს სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

„ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, Global Finance-მა საუკეთესოდ ბანკად დაგვასახელა საქართველოში და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის ნათელი დადასტურებაა. თიბისისთან ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  36  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.