Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქარელის საავადმყოფოს დაჯარიმებას ითხოვს ქონების ეროვნული სააგენტო
საქართველოს ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქარელის საავადმყოფოს, პირგასამტეხელოს სახით, 39 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტომ ხაშურის სასამართლოს გაუგზავნა.

გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია ,,ახალმა კლინიკამ'' მანამდე კი ,,ალიანს მედმა'' ვერ უზრუნველყო ახალი 20-საწოლიანი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის აშენება.

პირგასამტეხელოს გადახდა კომპანიას 2017 წელს უწევდა, თუმცა 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარკვეული შეღავათები დაუწესა და ,,ახალ კლინიკას'' ახალი სამედიცინო ცენტრის ასაშენებელად დამატებითი ვადა მისცა.

თითქმის 12 წლის შემდეგ, ქარელში 20-საწოლიანი სამედიცინო ცენტრი ისევ არ აშენებულა. ვალდებულება 7 წელიწადში უნდა შესრულებულიყო.

2023 წლის 14 თებერვალს ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ,,ახალმა კლინიკამ'' პირგასამტეხელო გადაიხადოს.

ქარელში, 4 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის წესით, 8000 ლარად ,,ალიანს მედის'' 2012 წლის ივლისში გადაეცა. შემდგომში ,,ალიანს მედი პლიუსის'' უფლებამონაცვლე გახდა ,,ახალი კლინიკა''. ვერ ,,ახალმა კლინიკამ'' შეასრულა ვალდებულებები.

ვალდებულის მიხედვით, აქ უნდა აშენებულიყო სამედიცინო ცენტრი, რომლის ფუნქციებში უნდა შესულიყო:

1. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, მ.შ. დაავადებათა ადრეული გამოვლენის, სკრინინგის და ფსიქიატრიული დაავადებების ამბულატორიული მართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში რეფერალის უზრუნველყოფა.

2. ანტენატალური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, სულ მცირე, მუნიციპალურ დონეზე და, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი რისკის მქონე ორსულების რეფერალი.

3. იმუნოპროფილაქტიკის წარმოება იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით.

4. ტუბერკულოზის ამბულატორიული ან სტაციონარული მართვა.

5. ანტირაბიული ვაქცინაცია და სპეციფიკური შრატებით უზრუნველყოფა.

6. ინფექციური დაავადებების მართვის უზრუნველყოფა ამბულატორიულ ან სტაციონარულ დონეზე.

7. ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

8. სამედიცინო ტრანსპორტირება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.