Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ესსეების კონკურსი IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის
2016 წლის 8 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს საქართველოს საჯარო ან კერძო სკოლების IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის.

გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მიწვეულნი იქნებიან დასაჯილდოვებლად თბილისში, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე (მაისის პირველ ნახევარში, მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება).

თითოეული ნაშრომის ავტორისა და მისი მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ჯილდოა 500 ევროს ექვივალენტი ლარში, რომელიც გამოყენებული იქნება მათთვის სასურველი ტექნიკის შესაძენად.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:

1. პირველი ეტაპი გაგრძელდება 8 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით, უნდა აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა ქვემოთ განთავსებული დამატებითი სახელმძღვანელოდან და დაწერონ 400-700 სიტყვიანი ესე. ესე უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

მასთან ერთად აგრეთვე უნდა გამოიგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: მოსწავლის სახელი-გვარი და საკონტაქტო ტელეფონი, მასწავლებლის სახელი-გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი, სკოლის ნომერი და მისამართი.

ესეს გამოგზავნის შემდეგ დაელოდეთ საპასუხო წერილს - დადასტურებას იმის თაობაზე, რომ თქვენი ნაშრომი განსახილველად მიღებულია. თუ ასეთი დადასტურება არ მიიღეთ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო ქიტუაშვილს, მობ: 577760572.

ყურადღება: მოსწავლის ესე არ უნდა წარმოადგენდეს სახელმძღვანელოში გამოთქმულ მოსაზრებების ან თეორიების უბრალო განმეორებას. ესე უნდა გამოხატავდეს მოსწავლის საკუთარ მოსაზრებებს, ამა თუ იმ პრობლემისადმი მის საკუთარი დამოკიდებულებას.

2. მეორე ტურში მოწვეული იქნება ყველა მოსწავლე, რომელმაც პირველ ტურში სრულფასოვანი ესე წარმოადგინა. მეორე ტური გაიმართება 9-23 აპრილის პერიოდში, საქართველოს რამოდენიმე რეგიონის ცენტრში.

მეორე ტურის განმავლობაში მონაწილე მოსწავლეები განთავსდებიან სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც მათ მიეცემათ საშუალება 2 საათის განმავლობაში დაწერონ ესე კონკრეტულ საკონკურსო თემაზე.

მეორე ტურში წარმოდგენილი ყველა ესე განთავსდება "მომხმარებელი.ჯი" ვებ-გვერდზე.

მეორე ტურის ნაშრომებს შორის გამოვლინდება 4 გამარჯვებული. ნაშრომების შეფასების კრუტერიუმები იქნება: სათაურთან შესაბამისობა, საკითხის გააზრება, ავტორისეული ორიგინალური ხედვა, საკუთარი პოზიციის დასაბუთება, თხრობის ორგანიზება, წერის კულტურა და ლექსიკა.


-------------------------------------------------------------------------------

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers) ფარგლებში, რომელსაც 2015-2016 წლებში "momxmarebeli.ge"-ს გუნდი ახორციელებს.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების კურსის ეკონომიკური ნაწილისთვის და ჩატარდა სამოქალაქო განათლების 72 მასწავლებლის ტრენინგი მის გამოსაყენებლად
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.