Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენების ირგვლივ საქართველოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, დაპირისპირებულ მხარეებს (სტუდენტებს) შორის სასწრაფო დიალოგი უნდა შედგეს და ამაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს.

,,ის, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, ყველა ზღვარს სცდება!

მაინტერესებს, სად არიან ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არსებული "დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის", უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული "მედიაციის ცენტრის" მედიატორები? ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც დიდი ამბით ავიჩიეთ საქართველოს მედიაციის ასოციაციაში?!

კოლეგებო, რატომ არ ერთვებით ამ პროცესებში? რატომ არ გაკეთდა არც ერთი განცხადება? ზუსტად დღეს და ახლა ამ მძიმე რთულ პერიოდში საჭიროა, რომ ყველანი მაქსიმალურად გავერთიანდეთ და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოვუწოდოთ!

მე, როგორც მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი და მედიატორი, მივმართავ საქართველოში არსებულ ყველა ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე და მოლაპარაკებების ხელოვნებაზე.

გამოვიდნენ და პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა და მათ ხელთ არსებული რესურსები!

გახდნენ შუამავლები ამ გახლეჩილ საზოგადოებას შორის, აიღონ ინიციატივა და მოახდინონ კოორდინაცია, რომ ერთობლივი ძალებით მხარეებს შესთავაზონ მოლაპარაკებები და მედიაციის საშუალებით მოაგვარონ არსებული პრობლემა.

დავიჯერო დღეს საქართველოში არავინ არ არის, ვინც მედიატორის როლს აიღებს და სრული პასუხისმგებლობით ჩაერთვება ამ პროცესებშიი?

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი აქცია მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას დაიწყო და კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილისგან კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა, ასევე, მოითხოვეს, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები და უზრუნველყოფილი იყოს რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა.

სტუდენტების ამ ნაწილის ქმედებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალიზების საფრთხის შემცველად თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიჩნევენ. მათი მოთხოვნებია უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და აღდგეს უნივერსიტეტის გამართული ფუნქციონირება, უნივერსიტეტი გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერისგან და უნივერსიტეტის უმაღლეს წარმომადგენლობით საბჭოს მიეცეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა. "
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.