Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ფოტო არ გადაგვაღებინა, ზურგი შეგვაქცია'' - გორის პოლიციამ ფოტოს გამო მამაკაცი დააკავა
,,ქალბატონო მოსამართლევ, ვეუბნებოდით, რომ საჭირო იყო დაგვეფიქსირებინა ფოტოზე, თუმცა ზურგს გვაქცევდა და არ გვაძლევდა ფოტოს გადაღების საშუალებას. დამცინავად გვეუბნებოდა, მე თქვენი კანონები არ მაინტერესებსო. ეს ჩვენი შეურაცხყოფა იყო.'' - განაცხადა პოლიციის დეტექტივმა ვაჟა ოქროპირიძემ დღეს სასამართლო სხდომაზე.

,,- მოგაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა?'' - ჰკითხა მოსამართლე ნინო გერგაულმა.

,,- არა, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია, არც შეუგინებია. უბრალოდ, ზურგს გვაქცევდა და არ გვაძლევდა ფოტოს გადაღების საშუალებას'' - განაცხადა პოლიციელებმა.

,,არ იყო ეგრე. არ მოუთხოვიათ პირადობის მოწმობა. მე სახელი და გვარიც ვუთხარი, ისიც ვუთხარი, სად ვცხოვრობდი და რატომაც ვიყავი გარეთ. შობა ახალი წელიც მივულოცე. ახლობელ ბავშვთან ერთად გამოვედი სახლიდან, ნაოპერაციები ადამიანისთვის გვინდოდა ნაბეღლავის ყიდვა და შემდეგ აფთიაქში წამლის ყიდვა. ვუთხარი, რომ ნუ დამაყოვნებდნენ. პირადობის მოწმობაც მქონდა და მართვის მოწმობაც, მაგრამ არ მოუთხოვიათ'' - თქვა მამაკაცმა, რომელიც მოსამართლისგან გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

,,ვიდეოში მართლაც არ ჩანს, რომ თქვენ პირადობის მოწმობა მოსთხოვეთ. რატომ არ მოსთხოვეთ პირადობის მოწმობა?'' - გააგრძელა მოსამართლე ნინო გერგაულმა პოლიციელის დაკითხვა.

,,თავიდან არ ჩანს ვიდეოში, იმიტომ, რომ გვიან დავიწყეთ გადაღება, მაგრამ პირადობის მოწმობა არ გვაჩვენა. ვიდეოში ჩანს, როგორ გვესაუბრება, დამცინავად და ზურგს გვაქცევს. შემდეგ კი გადამოწმების მიზნით დავაკავეთ და წავიყვანეთ პოლიციაში'' - განაცხადა დეტექტივმა ოქროპირიძემ.

მეორე პოლიციელმა, ალექსანდრე დემურიშვილმა განაცხადა, რომ ღამის საათებში მორიგეობდნენ გორში, კომბინატის დასახლებაში. მშვიდობის გამზირზე მოძრაობდა ორი ადამიანი, მათი მოძრაობა მიიჩნიეს საეჭვოდ, თუმცა ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს. შემდეგ კი ვიდეო გადაუღეს.

,,როდესაც ადამიანს თავისუფლებას აღუკვეთავთ, ეს უნდა იყოს დასაბუთებული. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის გადაადგილების თავისუფლება არ უნდა იყოს შეზღდული. ხოლო თუ პოლიცია ამას აკეთებს, მაშინ ეს უნდა იყოს დასაბუთებული და განმარტებული. რატომ იყო აუცილებელი მისი შემოწმება, ფოტოს გადაღება და შემდეგ უკვე უკიდურესი ზომა - თავისუფლების აღკვეთა,'' - იკითხა მოსამართლე ნინო გერგაულმა.

,,იმ ღამით მაღაზია გვირილა გაგვიქურდეს წმინდაწყალზე. ვეძებდით საეჭვო ხალხს. დავინახეთ, რომ სადღაც დილის ხუთი საათის წუთებზე მოდიოდა ორი ადამიანი. ერთს კაპიუშონი ეხურა. საეჭვოდ მივიჩნიეთ მათი მოძრაობა. გადამოწმების მიზნით მივედით'' - განაცხადა პოლიციელმა.

,,- ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე გეუბნებათ, რატომ სხვას არ ამოწმებთო. იმიტომ, რომ კადრებში ჩანს, რომ ხალხი მოძრაობს, მაგრამ სხვას არ ამოწმებთ'' - იკითხა მოსამართლემ.

,,როგორც გადაუღებდნენ სხვას ფოტოებს, სულ ორი პოლიციელი იყო'' - ჩაერია საუბარში გამომძიებელი პავლიაშვილი, - ,,ერთი ესაუბრებოდა, მეორე ვიდეოს უღებდა. სხვა ადამიანების შემოწმებას ვერ მოახდენდნენ''- განაცხადა გამომძიებელმა.

სასამართლო სხდომაზე ვიდეომასალა დაათვალიერეს. ვიდეოს ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია. პოლიციამ მამაკაცი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე რამდენიმედღიან პატიმრობას.

,,მე აბსოლუტურად მესმის პოლიციის, რომ ისინი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან, იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას და ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ ისე არ მოხდა, როგორც თავად ჰყვებიან. მე ჩემი ვინაობა არ დამიმალავს, უბრალოდ, ვთხოვდი, რომ ძალიან მეჩქარებოდა და სახლში ნაოპერაციევი ადამიანი გველოდებოდა, რომელსაც წამლები სჭირდებოდა. პოლიციელებს არ მოუთხოვიათ პირადობის მოწმობაც. თქვენ განსაჯეთ ჩემი ქმედება, მე სხვა ვერაფერს მოვითხოვ,'' - განაცხადა მოქალაქემ.

მოსამართლე ნინო გერგაულმა სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა სახეზეა, თუმცა მამაკაცს მხოლოდ ,,სიტყვიერი შენიშვნა'' მისცა:

,,ვიდეომასალაში ჩანს, რომ საუბარი საკმაოდ ხანგრძლივია და თან არასასიამოვნო. ასევე, ასაბუთებენ იმასაც, რომ იმ ღამით მაღაზია გაქურდეს ქალაქში და ატარებდნენ გარკვეულ ღონისძიებებს.'' - უთხრა მოსამართლემ მოქალაქეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.