Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
თიბისი ბანკსა და FMO-ს შორის 80 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
25 იანვარს, თიბისიმ და ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც FMO და სინდიკატში შემავალი საფინანსო ორგანიზაციები თიბისის 80 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ, სინდიცირებულ სესხს გამოუყოფენ. მიღებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა რუჰი კოსგუნმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰოლანდიის ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი და დანიისა და ფინეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ამ შეთანხმების თანახმად, თიბისის ფინანსურ რესურს გამოუყოფს 6 ევროპული ორგანიზაცია. ესენი არიან ფინური ფონდი ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის (Fინნფუნდ), დანიის საინვესტიციო ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის (IFU) და განვითარებადი ბაზრების დაკრედიტებაზე ორიენტირებული ILX Fუნდ-ი (ILX). ამას გარდა, სინდიკატის წევრები არიან თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორები BლუეOრცჰარდ Mიცროფინანცე Fუნდ-ი (BOMF), Gრეენ ფორ Gროწტჰ Fუნდ-ი (GGF), და FMO, რომელიც ასევე ტრანზაქციის სინდიცირების აგენტია. აღნიშნული ტრანზაქცია, მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის უმსხვილესი სინდიკატია, რომელიც უზრუნველყოფილია FMO-ს მიერ ახალი Bასელ 3 ჩარჩოს ფარგლებში.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და FMO-ს შორის მორიგი სინდიცირებული ტრანზაქცია გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მივიღებთ ფინანსურ რესურს 6 წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტისგან. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისი ბანკის კაპიტალის პოზიციას და ხელს შეუწყობს მის მდგრად ზრდას, განსაკუთრებული ფოკუსით ინკლუზიურ დაფინანსებაზე. FMO იყო თიბისის პირველი პარტნიორი ინსტიტუტი, რომელთანაც სინდიცირებულ სუბორდინირებულ სესხზე, 10 წლის წინ სადებიუტო გარიგება შედგა და ამ ტრანზაქციის წარმატებით დასრულება ჩვენს ინსტიტუტებს შორის კარგად ჩამოყალიბებული, ძლიერი პარტნიორობის მორიგი დასტურია. მსურს მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა და სინდიკატის ყველა წევრ ფინანსურ ინსტიტუტს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან, IFU, FინნFუნდ და ILX-თან, თანამშრომლობის საწყისია. მოუთმენლად ველით კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებას მომავალში," - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

"თიბისი ბანკსა და FMO-ს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვთ. თიბისი ჯგუფს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია მკაცრი პოლიტიკითა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. ამიტომაც ძალიან ვამაყობთ ამ ახალი ინვესტიციით, რომელიც გამოყენებული იქნება თიბისი ბანკის კაპიტალის გაძლიერებისთვის და მწვანე პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული გარიგება თიბისისთვის ახალ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დასაწყისია. მადლობას ვუხდით თიბისის გუნდს და ჩვენს საინვესტიციო პარტნიორებს ამ ეფექტიანი თანამშრომლობისთვის," - რუჰი კოსგუნი FMO -ს ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.