Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის სოფელ იფნარას ტყეში დათვი ჯაჭვით დაბმული ნახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს.

ცხოველთა დამცველის თამუნა გოგალაძის ცნობით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება.

,,ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე,'' - განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს.

მან გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცხოველთა დამცველის ცნობით, გარემოს დამცველებმა დათვს მიაგნეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ეკარებიან.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია..

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. შს სამინისტროში გვითხრეს, რომ დათვი ამჯერად კვლავ ადგილზეა და ელოდებიან სპეციალისტებს, რომლებიც დათვის დაძინებას და შემდგომ წამოყვანას შეძლებენ.

მომდევო დღეს, 12 თებერვალს დათვის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკიც ავრცელებს:

,,დათვი დახურულ, იზოლირებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული და ვცდილობთ, ზედმეტი განათებით, გადაღებითა და ხალხით არ შევაწუხოთ, რადგან ისედაც დაზაფრულია. ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში, დათვი დააძინა და ამჟამად ცხოველი უკვე ჩვენთანაა, ახალი ზოოპარკის საკარანტინე სივრცეში. ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება, ამასთან ერთად, ძალიან დასტრესილი და შეშინებულია. ვეტექიმებმა ჭრილობა დაუმუშავეს და შესაბამისი პრეპარატებიც მისცეს. ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა და სამომავლო მკურნალობის კურსიც განსაზღვრული აქვს. იმ საკითხს, თუ როგორ, საიდან და რა ვითარებაში მოხვდა ცხოველი იქ, სადაც ჩვენმა ვეტექიმმა პირველად ნახა და დააძინა, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. დათვის მკურნალობას ზოოპარკში გავაგრძელებთ მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და რეაბილიტაციის შემდეგ ვიმოქმედებთ ცხოველის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.



იფნარა ტანის ხეობაში, ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. გორიდან 32 კმ მანძილზე. სოფელი მიტოვებულია, სადაც მხოლოდ ფერმერები ცხოვრობენ.



ფოტოზე: სოფელი იფნარა, ავტორი ნანიკო მამისაშვილი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.