Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2024 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გეოლოგების დასკვნა ქალაქ გორში - გორიჯვრის, კეცხოველის, ფურცელაძისა და მიჩურინის ქუჩების მდგომარეობის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქ. გორში 6 თებერვალს მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად გააქტიურებული გეოდინამიკური პროცესებით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამოების და ინფრასტრუქტურული ობიექტების არსებული მდგომარეობის ვიზუალური შეფასება გააკეთეს.

საკვლევი ტერიტორია მოიცავდა მიჩურინის, გორიჯვრის, კეცხოველის და ფურცელაძის ქუჩების ფრაგმენტებს, რომელიც წარმოადგენს მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპირო ზოლს და მორფოლოგიურად შეესაბამება მდ. მტკვრის მარჯვენა ჭალისზედა პირველ ტერასას და მისი მიმდებარე ფერდობის ქვედა ნაწილს. მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩები უშუალოდ მიბჯენილია სამხრეთ-აღმოსავლური ექსპოზიციის მქონე ფერდობებს, რომელთა ქანობი 25-30°-ია.

დასკვნის მიხედვით, გრუნტების ჭარბი დატენიანება იწვევს ლოკალური ზვავურ-სრიალის ტიპის მეწყრების ჩამოყალიბებას, რომელიც საშიშროების რისკის ქვეშ აყენებენ ფერდობის ძირში განლაგებული საცხოვრებელი სახლების მდგრადობას და მოქალაქეებს.

თავსხმა წვიმების შედეგად, ფერდობებზე წარმოქმნილი ზედაპირული წყლის ნაკადები იჟონება მეოთხეულ დანალექებში, ხოლო ნაწილი ჩაედინება საკარმიდამოებსა და საცხოვრებელ სახლებში, რომელთა უმეტესობა სახურავებით მიბჯენილია ფერდობზე. საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება თიხნაროვანი გრუნტები და მონატეხოვანი მასალა, ზოგჯერ ლოდების სახით.

დათვალიერების მომენტისათვის საფრთხის ქვეშ მოქცეულია მიჩურინის ქუჩის №6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22 და 24-ის საცხოვრებელი სახლები (10 საცხოვრებელი სახლი)







ასევე, გორიჯვრის ქუჩა №2, 4, 6 და 8-ის საცხოვრებელი სახლები (4 საცხოვრებელი სახლი).






მიჩურინის და გორიჯვრის ქუჩაზე, ჩამოთვლილ ნომრებში განთავსებული სახლების მდგრადობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ფერდობის ძირში ჩამოზვავებული თიხა-თიხნაროვანი გრუნტების გატანა, კაპიტალური საყრდენი კედლის მოწყობა და ფერდობის დატერასება.

ასევე, ზოგიერთ უბანზე საჭირო იქნება ქვათაცვენის საწინააღმდეგო მავთულბადის მესერის და სამთო არხების მოწყობა, შეკრებილი ზედაპირული წყლების განტვირთვით უახლოესი წყალსადინარის მიმართულებით.

დასახული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, რომელშიც მოიაზრება დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახები გადაყვანილი უნდა იქნან გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიებზე. 

კეცხოველის ქუჩა №10-12-ის საკარმიდამოების მიმდებარე ფერდობის საყრდენი კედელი, რომელიც ასევე წარმოადგენს საავტომობილო გზის საყრდენს, ,,შექმნილია" ბეტონის ფილების და კაჭარ-კენჭნაროვანი მასალის ნაზავით.

საყრდენი კედლის მდგრადობა მოცემული მომენტისთვის დარღვეულია და საჭიროებს დროულ აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება საავტომობილო გზის მდგრადობას და კეცხოველის ქუჩის №10-12-ში მცხოვრებ ოჯახებს. 




ფურცელაძის ჩიხი №25-27-ის მიმდებარედ, ეკატერინე გიგაურის ეზოში, დაზიანებულია სხვადასხვა გაბარიტების მქონე ორი საყრდენი კედელი, რომლებიც ორი მხრიდან აკონტურებენ საკარმიდამოს საზღვრებს. 




გრუნტის გზის გასწვრივ დაზიანებული კედლის სიგრძე 18-20 მეტრამდეა, სიმაღლით1.5-2.0 მეტრი. სამეზობლოსთან ჩამოშლილი საყრდენი კედლის სიგრძე 5-7 მეტრია, ხოლო სიმაღლე 2.0 მეტრი. კედლების დაზიანება გამოწვეულია მათი სიძველით და ატმოსფერული ნალექების სიუხვით. ასევე, დაზიანებულია გაზსადენის სისტემა.

გზის გამართული ფუნქციონირების და მოსახლის (ეკატერინე გიგაურის ოჯახი) უსაფრთხოების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია ორივე საყრდენი კედლის და გაზსადენის დროული აღდგენა. ასევე, საჭიროა გზის საფარის მოწყობა და ზედაპირული ჩამონადენი წყლების სანიაღვრე არხის საშუალებით შეკრება და გადაყვანა უსაფრთხო ზონამდე.

გორის მერიის ცნობით, გეოლოგიური დასკვნის მომზადების შემდგომ გაგრძელდა მოსახლეობასთან მოლაპარაკება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის დეტალურ საკითხებზე და 2024 წლის 27 თებერვალს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურმა მოხსენებითი ბარათით მიმართა მერიას საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად თანხის გამოყოფის შესახებ. მერიამ 150 000 ლარი გამოყო პროექტების შესადგენად. პროექტები ორ თვეში იქნება მზად, შემდეგ კი სამუშაოები დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.