Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
50.5 მლნ ლარი აქვს დავალიანება კომპანიას, რომელსაც გორში მცხოვრები ბიზნესმენები მართავენ
გორელ მოქალაქეებს, რომელთა კომპანიას, ბიუჯეტის წინაშე, 50,5 მლნ ლარი აქვს დავალიანება, ქონება დაუყადაღეს.

ამის თაობაზე შემოსასვლების სამსახურმა გორის სასამართლოს მიმართა. შემოსასვლების სამსახურმა სასამართლოს მოსთხოვა, რომ მოხდეს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.

ქონება ეკუთვნის გორში მცხოვრებ ა.მ-სა და ნ.ჩ.-ს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ისინი კომპანიის ცრუმაგიერი პირები არიან.

,,კომპანიის საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 50 553 181.71 ლარს. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილია მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებისა და საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნული თანხების გადაუხდელობის გამო ცრუმაგიერი პირების მიმართ განხორციელდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები, ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით, ხოლო შემდგომში შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გავრცელდა ყადაღა. გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" ბრძანება, რაც არ გასაჩივრებულა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების შესაბამისი ღონისძიებები. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რაც განაპირობებს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას.'' - წერია სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით.

შემოსასვლების სამსახურა ცრუმაგიერი პირების ქონება 2023 წლის ზაფხულში დააყადაღა, თუმცა დავალიანება ამ დრომდე დაფარულა.

გორის სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან, მართალია ცრუმაგიერი პირები გორელები არიან, კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. შესაბამისად, გორის სასამართლომ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

შემოსასვლების სამსახურს მივწერეთ, თუ რა დავალიანებაზეა საუბარი, ასევე, რომელმა კომპანიამ არ გადაიხადა 50.5 მლნ ლარის ოდენობის გადასახადი. შემოსასვლების სამსახურიდან პასუხი არ გვაცნობეს.

რა განსხვავებაა რეალურსა და ცრუმაგიერ პირს შორის? იურისტების ცნობით, ცრუმაგიერი პირის აღიარება ხდება მაშინ, როდესაც ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს (ნათესავს) გადასცემს შესაბამის ქონებას; ან ერთი იურიდიული პირი მეორე შვილობილ იურიდიულ პირს გადასცემს შესაბამის ქონებას; ერთი ფიზიკური პირი არის მეორე იურიდიული პირის დამფუძნებელი და მას გადასცემს შესაბამის ქონებას; ასევე, როცა ერთი იურიდიული პირი მეორე იურიდიულ პირს გადასცემს შესაბამის ქონებას, ხოლო მათი დამფუძნებელი ერთი და იგივე პირია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, სხვა დეტალები არაა ცნობილი.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.