Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Лaҵaрaмзa 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქარელის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი მუშაობას გერმანული ენის სასწავლებელში აგრძელებს
ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კობახიძემ. მან, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, განცხადება 2024 წლის თებერვალში დაწერა.

გიორგი კობახიძე მუშაობას ქარელში, გერმანული ენის სკოლაში აგრძელებს, სადაც პედაგოგად ისედაც მუშაობდა.

ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა, რის გამოც, სკოლას ,,კობახიძეების ენათა სასწავლებელი'' ეწოდება.

,,ჩვენი სკოლა 30 წელიწადზე მეტია წარმატებით ეწევა გერმანული ენის სწავლებასა და გერმანული კულტურის პოპულარიზაციას. ჩვენი პედაგოგების უმაღლესი კვალიფიკაცია და გამოცდილება საუკეთესო შედეგების მიღწევის გარანტია. ევროკავშირთან გააქტიურებულმა ურთიერთობებმა მოთხოვნა გაზარდა ევროპულ ენებზე, ჩვენს სკოლაში კი, გარდა გერმანულისა, პოლონური და ფრანგული ენების შესწავლაცაა შესაძლებელი.'' - აღნიშნულია სკოლის ვებ-გვერდზე.

კობახიძეების სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გერმანული ენის ყველა დონის კურსს (A1-C2), ხოლო პოლონურისა და ფრანგულის შესწავლას A1 (მარტივი კომუნიკაცია) დონეზე შეძლებათ.

გიორგი კობახიძემ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლობდა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიაში:

იხ. ქვემოთ



გიორგი კობახიძე გასულ წელს ერთ-ერთი იმ საჯარო მოხელეთაგანი აღმოჩნდა, რომელმაც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს უნდობლობა გამოუცხადა. კობახიძემ მას ,,უბადრუკი კანონპროექტი'' უწოდა. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

,,მე არ ვიცი, რანაირია ამერიკული კანონი, რომლის გადმოთარგმნასაც ეს ხალხი აპირებს, ან რა წერია იმ კანონპროექტში, რაც უკვე დაწერეს, მაგრამ მე ვიცი, აქ რა ხდება, ჩვენს ქვეყანაში და აქ ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის განვითარება, ამ წუთში, დამოკიდებულია დასავლურ ფულზე.''

,,როცა ვიღაც განათლების რეფორმებს გიფინანსებს, სკოლებს გიშენებს და გირემონტებს, ჯარს გიწვრთნის, სამოქალაქო საზოგადოებას გივითარებს, ეკონომიკურ პროექტებს გიფინანსებს და კიდევ უამრავ სიკეთეს გიკეთებს, რის ჩამოთვლაც აქ შორს წაგვიყვანს, მაგას გავლენა კი არა, დახმარება ჰქვია.''

,,...და რამდენადაც, ხსენება რო არ მინდა, ის ქვეყანა არც არაფერს გაძლევს და არც არაფერს გივითარებს, ეს რაღაცა უბადრუკი კანონპროექტი სწორედ დასავლეთის დახმარების (და არა - გავლენის) წინააღმდეგ მიმართული გამოდის.''

,,...და თუ ვინმეს გავლენის წინააღმდეგ გვაქვს ეხლა საბრძოლველი, სწორედ რუსული გავლენაა და არა - დასავლური.'' - წერდა გიორგი კობახიძე 2023 წლის თებერვალში.

მოგვიანებით, ეს პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა. ქარელის რესურსცენტრის მაშინდელმა ხელმძღვანელმა წერილობით მოგვამრთა იმის შესახებ, თუ რამდენად გვქონდა მეგობრებისთვის გაზიარებული პოსტი ავტორის ნებართვის გარეშე გამოექვეყნებინა ჟურნალისტებს.

ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, ,,ქართულმა ოცნებამ'' კანონპროექტი კვლავ წარადგინა პარლამენტში. ამ პერიოდში გიორგი კობახიძე უკვე აღარ იყო თანამდებობაზე.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.