Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ეგორ კოჩიევის ცნობით, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლების შუამავლობით წინაგარის ზონაში მოსახლეობას სარწყავი წყალი უწყვეტად მიეწოდება
წელს წინაგარის ზონაში მოსახლეობას სარწყავი წყალი უწყვეტად
მიეწოდება.
ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, IPRM-ში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.
ეგორ კოჩიევმა სააგენტო რესის ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების შუამავლობით, ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად.
ტირიფონის არხი სათავეს ცხინვალის მიმდებარე ტერიტოიდან, კერძოდ მდინარე ლიახვიდან იღებს. წინაგარამდე უნდა გაიაროს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები. ოსურმა მხარემ არხის გაშვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მიიღო პირობა, რომ წყალი მიაღწევდა წინაგარამდე. წინაგარა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
"წყლის უწყვეტი მიწოდება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ქმედებების წყალობით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ეს გამოწვეულია ტირიფონის არხის სათავე ნაგებობისა და ზონკარის წყალსაცავის საკეტების შეკეთებით. შეიძლება ითქვას, რომ წინაგარის ზონაში სარწყავი წყალი პრაქტიკულად არ იყო პრობლემა", - განაცხადა კოჩიევმა.
მან აღნიშნა, რომ ნოემბერში IPღM-ის ფარგლებში დაგეგმილია ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც დაგეგმილია განიხილოს შესაძლო ღონისძიებები ტირიფონის არხიდან ორჭოსანის დასახლების ტერიტორიაზე სარწყავი წყლის მიწოდების აღსადგენად.
აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პატრისია ბუგანი შეუერთდა გორის რეგიონალური ოფისის პატრულირებას, რათა დაკვირვებოდა რაიონში არსებულ სარწყავ არხებს. ფერმერები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს ეყრდნობიან ამ წყალს მოსავლის მოსაყვანად და სტაბილური შემოსავლის შესანარჩუნებლად.
,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ტექნიკური შეხვედრების მეშვეობით წყლის დონისა და მისი განაწილების გრაფიკის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაში.'' - აღნიშნულია ევროკავშირის მისიის 30 აგვისტოს განცხადებაში.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |