Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынгәы 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გორში მოქალაქეს მიწას ართმევენ - სასამართლომ გორის მერიას სკვერის მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა
გორის მერია მოქალაქეს სკვერის მშენებლობით ქონებას ართმევს - მოსამართლემ ტენდერის შეჩერება ბრძანა

2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა იმ მიწაზე, რომელიც მოქალაქეს გამგეობის დადგენილებით 1992 წელს გადასცეს.

სასამართლო აცხადებს: არსებობს საშიშროებბა, რომ ტენდერის განხორციელების შედეგად, მოქალაქეს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს, რადგან 1992 წლის დადგენილება აღუსრულებელი დარჩეს.

,,მიზანშეწონილია, თავიდან იქნეს აცილებული ეს საშიშროება და შესაბამისად უნდა შეჩერდეს ტენდერის მოქმედება.’’ - წერს მოსამართლე დავით პაპუაშვილი.

დღეს, 2025 წლის 20 ივნისს, ,,ქართლის ამბებმა’’ ადგილზე დააფიქსირა, რომ სამუშაოები გრძელდება და მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

ადგილზე შევხვდით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის ,,ჩვენი ჯგუფის’’ წარმომადგენელს, რომელიც ე.წ ,,პრარაბად’’ გაგვეცნო, განაცხადა, რომ მისთვის მსგავსი დავის შესახებ, მერიას არაფერი უცნობებია:

,,რატომ მიდის მშენებლობა, ეგ მერიას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ჩვენს სამუშაოს ვასრულებთ’’ - გვითხრა მშენებლობაზე დასაქმებული პირების ზედამხედველმა.




რა ხდება

2023 წლის 12 დეკემბერს მოქალაქე ვ.ა-მ მიმართა საჯარო რეესტრს მელიქიშვილის ქუჩაზე 322 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას საფუძვლად 1992 წლის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება დაედო. გამგეობის გადაწყვეტილების მიხედვით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთი გადაეცა მელიქიშვილის ქუჩაზე.

საჯარო რეესტრმა მოქალაქეს უპასუხა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთსა და მერიის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შორის, შეინიშნება ზედდება.

ამის შემდეგ 2023 წლის 17 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მიმართა გორის მერიას წერილობით, მიზანშეწონილად მიაჩნდათ თუ არა, რომ 322 კვ.მ მიწის ფართობი დაურეგისტრირდეს მოქალაქეს.

2024 წლის 9 იანვარს საჯარო რეესტრს გორის მერიამ უარით უპასუხა.

ამის შემდეგ, მოქალაქემ დაიწყო დავა. მის ინტერესებს იცავს ადვოკატი რევაზ გოგიაშვილი.

რევაზ გოგიაშვილმა გვითხრა, რომ 2025 წლის 17 აპრილს სასამართლომ მოქალაქის ინტერესები დააკმაყოფილა. მოგვიანებით კი, 8 მაისს, ყველა ის დოკუმენტი გააუქმა, რომლითაც მერიას აღნიშნულ მიწი ნაკვეთზე სამართლებრივი უფლება წარმოეშვა.

,,სასამართლომ არა მარტო შეაჩერა ტენდერი, არამედ გააუქმა მერიის საკუთრის უფლებაც, თანაც დავის გადაუწყვეტელად. ეს იმას ნიშნავს, რომ მერიას აღარ აქვს უფლება მიწაზე რაიმე სახის სამუშაოები ჩაატაროს, რომელიც მას აღარ ეკუთვნის. ამავე დროს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისთვის თანხის გადახდის უფლებაც აღარ ექნება'' - ამბობს ადვოკატი.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ სკვერის მოსაწყობად მერია 540 000 ლარს ხარჯავს. აქედან 100 000-ზე მეტი ლარი უკვე ავანსად აქვს გადახდილი. საჯარო რეესტრი კი კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ფოტოზე: ადვოკატი რევაზ გოგიაშვილი

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.