Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მუზეუმის ადმინისტრაცია უფლისციხის განვითრების ფონდს დარბაზს არ უთმობს
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციამ ,,უფლისციხის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის" წარმომადგენლებს საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე უარი განუცხადა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფონდის წარმომადგენელმა გიგუცა თათრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფონდის პრეზენტაცია კვირას, 27 მარტს, მაინც გაიმართება, ოღონდ - მუზეუმის ტერიტორიაზე ახლადაშენებულ მარანში. 

,,მოსაწვევები დარიგებულია, ველოდებით მაღალი რანგის სტუმრებს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საქმის კურსში იყო რა თქმა უნდა მუზეუმის ადმინისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეს გვითხრეს, რომ საკონფერენციო დარბაზს არ დაგვითმობენ" - აცხადებს გიგუცა თათრიშვილი, რომელიც პარალელურად მუზეუმის გიდია და ამ საქმეს 33 წელია ემსახურება.

უარის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუზეუმის საკონფერენციო დარბაზის მოთხოვნის წერილი ერთი კვირით ადრე არაა შეტანილი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ მუზეუმში 27 მარტისთვის სხვა  ღონისძიება არაა დაგეგმილი. ამ დროისთის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის კულტურის სამინისტროს პოზიცია უცნობია.

ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის პრეზენტაცია 27 მარტს 13 საათზე გაიმართება.

ფონდის მიერ რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა პროგრამების განხორციელება იგეგმება.

შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლები ფონდის დაარსების მიზანებზე და ამოცანებზე ისაუბრებენ.

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია-პოპულარიზაცია უკვე წარმოადგენს ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის მთავარ მიზანს.

გიგუცა თათრიშვილის განცხადებით, პრეზენტაციაზე იმ კონკრეტული ამოცანების შესახებ იქნება საუბარი, რომლის განხხორციელებასაც ფონდი გეგმავს. იგი საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი გიდია, რომელიც ,,სტალ-ბერის" სახელითაა ცნობილი.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.