Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынгәы 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ალან ყაყიტაშვილის საქმეზე წამების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვენ - NGO-ების განცხადება
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 23 ივნისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ალან ყაყიტაშვილი ბოლოს ცოცხალი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში ნახეს, რამდენიმე საათში კი ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო, რამდენიმე დღეში — გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ის დაკითხვაზე გახდა შეუძლოდ.

ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ:

პოლიციის იმ თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა;
მათი დაკავებას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამჭვირვალე, სრულ და ეფექტიან გამოძიებას.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვიდან კომატოზურ მდგომარეობაში, გულისრევით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერაციისა და და ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად იგი გარდაიცვალა.

ალან ყაყიტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე მყოფი მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული” ხმა. მისი თქმით, ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს.

ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოს მასზე განხორციელებული წამების შესახებაც განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციის განყოფილების იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს დაახლოებით ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. გამოკითხვისას ის მძიმედ სცემეს, ძირს დაგდებულს კი ზედ ახტებოდნენ.

პოლიციის სისასტიკეზე საუბრობს კიდევ ერთი მოწმე დიმიტრი სადოევი. ისიც ყაყიტაშვილთან და ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დარტყმის და გინების ხმები ისმოდა, მაშინ როცა შიგნით ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი სადოევმა დაინახა, როგორ გამოიყვანეს ნაცემ მდგომარეობაში პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ირაკლი ტატუნაშვილი – ყაყიტაშვილის გამოყვანა არ დაუნახავს. იგი წამებაში პოლიციელებს, კახა პაპინაშვილს და ლაშა ცხვიტარიას სდებს ბრალს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, სამინისტრომ საზოგადოებას წარმოუდგინა რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც არარელევანტურია ყაყიტაშვილისა და სხვა გამოკითხულების წამების გამოძიებასთან საჯარო ინტერესთან.

მათი განცხადებით, კამერებზე ჩანს ჩხუბი, მაგრამ ასევე ჩანს, რომ ყაყიტაშვილიც და სხვა პირებიც ჯანმრთელები ტოვებენ პერიმეტრს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ეს მიუთითებს, რომ სამინისტრომ ჩხუბის კადრები პროპაგანდისტული მიზნებით გაასაჯაროვა, რათა გადაეფარა პოლიციის სამმართველოში მომხდარი წამების დანაშაული.

„ჩვენთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის კი უკვე ცხადია: ალანი განყოფილებაში აწამეს. ეს არ არის ეჭვი — ეს არის საფუძვლიანი ბრალდება, რომელიც ეფუძნება:

მოწმე ტატუნაშვილის ჩვენებას, რომლის თანახმად, პოლიციელები მასაც სცემდნენ, დივანზე ადიოდნენ და ახტებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად, პოლიციის შენობის სხვა ოთახიდან ესმოდა ალანის განწირული ხმა;
დამატებით მოწმეებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ალანს არ ჰქონდა გარეგანი დაზიანებები დაპატიმრებამდე, მაგრამ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა;
სახალხოდ ხელმისაწვდომ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ალანი შემთხვევის ადგილს დამოუკიდებლად, მოძრაობის სრული უნარით.
დღეს, 2025 წელს, პოლიციის შენობებში კვლავ კლავენ ადამიანებს. პოლიციის შენობებიდან ნაცვლად მართლმსაჯულებისა, ადამიანთა განწირული ყვირილის ხმები ისმის. ჩვენ არ დავიჯერებთ მითს “გული წაუვიდა დაკითხვისას”. მას დააკარგვინეს გონება. დააკარგვინეს სიცოცხლე.

ეს არის წამება. ეს არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში, სახელმწიფო მსახურის ხელით განხორციელდა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.