Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Ҧхынҷкәын 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
დაცული ლანდშაფტი შეიძლება გახდეს თემის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საფუძველი.
სოფელ ატენში მცხოვრები თამარ ხიბლიშვილი ადგილობრივი საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წამომადგენელია. სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა, ბოლო წლებია მართავს საოჯახო საწარმოს „ხიბლი“, რომელიც ხილის ნარჩენების გარეშე გადამუშავებას, მეფუტკრეობასა და მეღვინეობას აერთიანებს.

თამარი მონაწილეობას იღებს People in Need Georgia - ს პროექტში, რომლის ფარგლებშიც ის თემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით გურიასა და აჭარაში იმყოფებოდა. გასვლითი ვიზიტისას თამარი და თემის სხვა წარმომადგენლები მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს და მეთოდებს გაეცვნენ.

მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ


მე ვარ თამარ ხიბლიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან. დავამთავრე ატენის საჯარო სკოლა და შემდეგ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. გამოცდილება მაქვს სხვადასხვა სფეროში, თუმცა ბოლო 3-4 წელია სოფელ ატენში ვმართავ ოჯახურ საწარმოს „ხიბლი“. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ხილის გადამუშავებას ნარჩენების გარეშე, ასევე მეფუტკრეობასა და მეღვინეობას. გარდა ამისა, მქონდა გამოცდილება დაცულ ტერიტორიებთან მუშაობაში - კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სამინისტროს დავალებით ვთარგმნიდით სპეციალურ წიგნს და ვამოწმებდით მის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. ეს გამოცდილება მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ჩემი ბიზნესი ბუნებასა და ეკოსისტემას ზიანს არ აყენებს.

როგორც ვიცი, მონაწილეობდით ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარების პროექტში და ამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტებით იმყოფებოდით სხვადასხვა რეგიონში. მოგვიყევით, რა შეიცავდა ეს ვიზიტები და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

7 ნოემბერს გურიაში, ოზურგეთში ვეწვიეთ ორგანიზაცია „პროგრესის სახლს“. მათი მუშაობის მთავარი პრინციპი იყო თემის ჩართულობა, მათ მიერ განხორციელებულ პროექტში გადაწყვეტილებებს იღებდა სოფლის მიერ არჩეული ჯგუფი, რომელიც საგრანტო განაცხადს განიხილავდა და იდეებს აფასებდა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორ ცდილობდნენ ადგილობრივები საკუთარი სოფლების განვითარების პროცესში ჩართვას. 8 ნოემბერს აჭარაში, ბათუმში გავეცანით FPA მეთოდით მხარდაჭერილ მცირე ბიზნესებს და მათ აქტივობებს. დამამახსოვრდა მაგალითები, თუ როგორ ზრუნავენ იქაურები გარემოზე და ცხოველებზე - ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ვიზიტის დროს რომელი გამოცდილება მიგიჩნიათ ყველაზე გამოსაყენებლად თქვენი თემისთვის?

ყველაზე ღირებული იყო ადგილობრივებთან უშუალო შეხვედრები და მათი გამოცდილების გაზიარება. განსაკუთრებით დამამახსოვრდა იქაური ორგანიზაციების მიდგომა სადაც თემის წევრები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, მსგავსი პრაქტიკა ჩვენს თემშიც წარმატებით შეიძლება დაინერგოს.

თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა მიმართულება გსურთ განავითაროთ და რა მხარდაჭერა დაგჭირდებათ?

მინდა კიდევ უფრო გავაძლიერო ინოვაციური პროექტები, რომლებიც სოფლის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ამისთვის საჭიროა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რათა იდეები რეალობად ვაქციოთ და სოფლის ახალგაზრდებსაც მივცეთ განვითარების შესაძლებლობა.

თქვენი აზრით როგორი პოტენციალი აქვს ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტს?

პოტენციალი ძალიან დიდია - როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაცული ლანდშაფტი შეიძლება გახდეს თემის ეკონომიკური და კულტურული განვითარების საფუძველი.

რა უნდა ისწავლონ ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე მომუშავე ჯგუფებმა სხვა რეგიონების გამოცდილებიდან?

ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაციაა ადგილობრივ მოსახლეობასთან. განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებთან საჭიროა მარტივი და გასაგები ენით საუბარი, იურიდიული ტერმინების გარეშე. თემში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისგან შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ - ისინი არიან ჩვენი ბუნებისა და კულტურის მთავარი შემნახველები. ამიტომ პროექტები უნდა იყოს მათთვის მარტივად გასაგები და ხელმისაწვდომი.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია People in Need Georgia ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია საინფორმაციო პორტალი ,,ქართლის ამბები (Qartli.ge) და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ორგანიზაცია People In Need-ის შეხედულებებს.




Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.