Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2026 »»
п в с ч п с в
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
გორში მესაკუთრეების გარეშე განიხილავენ კორპუსების მშენებლობას
გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ზეინაბ ბერძნიშვილი აცხადებს, რომ მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე კორპუსის შესაძლო მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველად „ქართლის ამბების“ გამოქვეყნებული წერილიდან გაიგო.

მისი თქმით, ის მიწის ნაკვეთები, რომელზეც კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა მერიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, კერძო საკუთრებაა, ხოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას და მის მეზობლებს არავინ დაკავშირებია.

„როგორც გამოვიკითხე ჩემს მეზობლებთან, არავინ არაფერი იცის და შესაბამისად, არცერთი მეზობელი არ არის თანახმა საკუთარი ბინა დათმოს. აქ მითითებულ საკადასტრო კოდებში ორ კოდზე არსებული უძრავი ქონება პირადად ჩემი საკუთრებაა,“ – წერს ბერძნიშვილი.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მან ასევე გაიგო, რომ საკითხი უკვე განხილულია მერიაში, შემდეგ კი საკრებულოს გადაეგზავნა, რის შემდეგაც შესაძლოა მერს დაუბრუნდეს მშენებლობის ნებართვის გასაცემად.

ბერძნიშვილი ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები მესაკუთრეების თანხმობა არ არსებობს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

მოქალაქე განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მარლენ ნადირაძესთან დაკავშირებაც სცადა:

„რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. შემდეგ მივწერე შეტყობინება და წერილით ავუხსენი ყველაფერი, თუმცა რეაგირება ნული იყო.“

ზეინაბ ბერძნიშვილი ასევე წერს, რომ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მეზობლებს შორის საუბარიც იყო, თითქოს დეველოპერი მაღალი კორპუსის ასაშენებლად დამატებითი კოეფიციენტის მიღებასაც ცდილობს.

„ამ ყველაფერს შემთხვევით, ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ,“ – აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს გაიმართება საკრებულოს სხდომა, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მრავალბინიანი [4-5 სართულიანი] კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი იხილება.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია განცხადება, გორში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე (ს.კ. 66.45.18.136. 66.45.18.696, 66.45.18.593, 66.45.18.021, 66.45.18.673, 66.45.18.022, 66.45.18.141 და 66.45.18.154) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის კომპლექსის განაშენიანების დეტალურის გეგმის ინიცირებასთან დაკავშირებით."

,,იქიდან გამომდინარე, რომ გორის მუნიციპალიტეტისთვის ამ დროისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, ამასთან, გეგმარებით ერთეულზე ან მის მიმდებარედ მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი რაიმე ქალაქთმშენებლობითი ღონისძიება და/ან მსხვილი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, რაც ხელისშემშლელი იქნებოდა ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების დაწყებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს გორში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე." - წერია განკარგულების პროექტში.

გორის საკრებულოში, დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, ,,ქართული ოცნების" წევრები არიან. მათი თანხმობის შემთხვევაში გორის მერი გოგებაშვილის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება მიენიჭება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.