Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Хәaжәкырa 2026 »»
п в с ч п с в
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
პროკურორი: ,,გატაცებული პირი გორის სასატუმროში ჰყავდათ''
უზენაესი სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხდევით, პირი, რომელიც ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული, აღნიშნულ მუხლში გამართლდა.

სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი გარემოებები არ მიუთითებდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე და ქმედება უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენდა. შედეგად ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ათვლა დაკავებიდან, 2023 წლიდან დაიწყო.

საქმე 2021 წელს მომხდარ ფაქტს ეხება.

გამოძიების მიხედვით, მამაკაცი 2023 წელს დააკავეს ადევნების, შანტაჟის, ფულის გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და პირის სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების ბრალდებით.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ დაზარალებული გორის ერთ-ერთ სასტუმროში ჰყავდათ მიყვანილი, სადაც დაახლოებით ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. დაზარალებული ჩვენებაში უთითებს, რომ სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან პოლიციის შენობაც კი ჩანდა.

დაზარალებული ქალია, რომელსაც ბიზნესი ჰქონდა. მის ინტერესებს გორის პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი იცავდა. პროკურორის ცნობით, 2021 წლის 22 სექტემბერს, ბრალდებულმა თბილისში ბიზნესმენ ქალს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. კერძოდ, მობილური ტელეფონი გაათიშინა და აიძულა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაჰყოლოდა. გატაცებამდე, ბრალდების მიხედვით, ქალის მიმართ ზეწოლა ხორციელდება თითქმის 2 წლის განმავლობაში. ზეწოლა გამოიხატებოდა შანტაჟსა და ოჯახის წევრების განადგურების მუქარაში.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ქალს მანქანაში ჩაუჯდა, იარაღი აჩვენა და დაემუქრა, რომ მას გზა გააგრძელებინა. დაზარალებულის თქმით, მას ემუქრებოდა შვილების სიცოცხლით.

დაზარალებული აღწერს, რომ ერთ მომენტში მანქანა გააჩერა, გადავიდა და ბრალდებულს დაუჩოქა, სთხოვდა გაეშვა ან მოეკლა, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო.

მისივე თქმით, ბრალდებულს უთხრა, რომ მისი მიზანი არ იყო მოკვლა, არამედ მისი გატაცებით მისი ოჯახიდან ფულის მიღება სურდათ.

ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებული მიიყვანა გორში მდებარე სასტუმრო "ლ…"-ში. პროკურატურის ვერსიით, იქ დაზარალებული ორი დღის განმავლობაში ფაქტობრივად თავისუფლებაშეზღუდული მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბრალდების მიხედვით, მას არ აძლევდნენ სასტუმროს დატოვებისა და სახლში დაბრუნების საშუალებას.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყეტილებაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ქალი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისგან მიიღო პირობა, რომ ჩუმად იქნებოდა და მომხდარზე არავის მოუყვებოდა. ამის შემდეგ იგი თბილისში დააბრუნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რადგანაც დაზარალებული თავად მართავდა ავტომობილს, ასევე მას ტელეფონი ჰქონდა და შეეძლო ტელეფონით საუბარი, სასტუმროს ნომრის კარი შიგნიდანაც იღებოდა გასაღების გარეშე; ამ გარემოებების გამო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზარალებულის გადაადგილების თავისუფლება ობიექტურად შეზღუდული არ ყოფილა.

სასამართლოს განმარტებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის აუცილებელია, რომ პირს ფაქტობრივად არ შეეძლოს გადაადგილება, ხოლო ამ საქმეში მტკიცებულებები მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ისიც ირკვევა, რომ ბრალდებული, ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, გამართლდა სხვა ყველა ბრალდებაში მტკიცებულებების არარსებობის გამო. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე განმარტავდა, რომ მტკიცებულებები შენახული ჰქონდა ტელეფონში, რომელიც შს სამინისტროში წარდგენის შემდეგ გაასუფთავეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.