Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Хәaжәкырa 2026 »»
п в с ч п с в
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
კასპში მეზობელმა მეზობელს გზა ქვევრებით გადაუკეტა
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მეზობელმა მეზობელს გზა ქვევრებით გადაუკეტა.

დაზარალებული აცხადებს, რომ ქვევრები, რომელსაც ასევე ქვის კედელი აქვს შემოვლებული, სახელმწიფო მიწაზეა განთავსებული.

მისი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გზა გაუთავისუფლოს და შეძლოს ტრანსპორტით სახლამდე მისვლა.

მოპასუხემ განმარტა, რომ მიწა 2017 წელს იყიდა, არაფერი აუშენებია. მისი განმარტებით, თუ მერია გზას გააკეთებს, გამოდის რომ მიწას ართმევენ.

დავა თავდაპირველად კასპში მაგისტ მოსამართლესთან განიხილეს.

დავის ფარგლებში ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ქვევრების აღება, გარკვეული ნაგებობების დემონტაჟი და შესაბამისი პროექტის მომზადება.

წერილობით პოზიციაში კასპის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ სადავო ტერიტორიაზე გზის მოწყობა რთულია, რადგან სარწყავი არხიც გადის. მერიამ განაცხადა, რომ სარწყავ არხს ვერ გააუქმებდა გზის მოსაწყობად.

სასამართლოს პირველმა ინსტანციამ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნიეს, რომ სადავო სივრცეში არსებული ნაგებობები უნდა მოიშალოს და გზა გაკეთდეს. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ქვევრების მეპატრონემ გაასაჩივრა.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ უზრუნველყოფს გზის რეალურ გახსნას, რადგან გზის მოწყობა საჭიროებს მუნიციპალიტეტის ჩარევა, პროექტის დამტკიცება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინება. სასამართლოს აზრით, თუ გზა მაინც ვერ მოეწყობა, ნაგებობების დემონტაჟი სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი არ არის.

ამიტომ უზენაესმა თქვა თუ: მეზობლის ღობეც მოიხსნა, შენობაც დაინგრა და გზას მერია მაინც არ გააკეთდებს, მაშინ ასეთი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საბოლოოდ, მერიამ უნდა მოიფიქროს რამე, თუ როგორ უნდა შეძლოს დაზარალებულმა სატრანსპორტო გზით სარგებლობა.

შედეგად, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთლიანად უარი უთხრა სარჩელს და დამატებით მოსარჩელეს დააკისრა 250 ლარის გადახდა ქვევრების მფლობელის სასარგებლოდ.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.