Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
15 000 ლარით დააჯარიმეს კურსანტი, რომელიც ნატოს ბაზაზე სამხედრო მომზადებას თურქეთში გადიოდა
15 000 ლარით დააჯარიმეს კურსანტი, რომელიც ნატოს ბაზაზე სამხედრო
მომზადებას თურქეთში გადიოდა.
გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის მარტში ძალაში დატოვა.
კურსანტი სარჩელში მიუთითებს, რომ დაკისრებული ჯარიმა უსამართლოდ არის გაზრდილი, თუმცა ამავდროულად აღიარებს, რომ სამხედრო სამსახური საკუთარი ნებით დატოვა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამხედრო პირმა სამსახური მას შემდეგ დატოვა, რაც მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით თურქეთში მივლინება გაუუქმდა. კურსანტი ნატოს ბაზაზე წვრთნებს 2017–2020 წლებში გადიოდა, ხოლო მოგვიანებით კონტრაქტი კიდევ 4 წლით — 2020 წლიდან გაუხანგრძლივდა.
2021 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მივლინება გაუქმდა, რის შემდეგაც კურსანტმა პატაკით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. რატომ მოითხოვა მინისტრმა მივლინების გაუქმება, უცნობია.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სავალდებულო საკონტრაქტო სამსახურის საკუთარი ნებით დატოვება ფინანსურ პასუხისმგებლობას — ჯარიმას ითვალისწინებს. უწყება კურსანტისგან 28 000 ლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს ოდენობა არათანაზომიერად მიიჩნია და ჯარიმა 15 000 ლარამდე შეამცირა.
სხვა დეტალები საქმეზე უცნობია.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |