Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვების შენახვას ფუფუნებად თვლის
ხვალ ქალაქ გორის საკრებულო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და
ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის
ინიციატივას განიხილავს.
ინიციატივა, რომელიც პირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა, ქალაქის ბაღებიდან გორის მიღმა რეგისტრირებული ბავშვების გარიცხვას ეხება.
სატელევიზიო ახალ ამბებში ეს საკითხი მთავარ მოვლენად იქცა. ინიციატივას ბევრი წინააღმდეგი გამოუჩნდა. განსაკუთრებით, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები.
ოქრუაშვილის ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარემ ასეთი განმარტება გაუკეთა:
,,დღეის მდგომარეობით, ქალაქის ბიუჯეტს,ზემოაღნიშნული 600-მდე ბავშვის შენახვა ყოველწლიურად უჯდება 400 000 ლარამდე, რომელიც ქალაქისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენს, თუნდაც სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებისათვის და ასეთი თანხის ამ მიმართულებით ხარჯვა ქალაქის ბიუჯეტისათვის არის ფუფუნება."- სტილი დაცულია.
განცხადება მთავრდება იმით, რომ ბავშვების მშობლებს 6 თვე აქვთ იმისათვის, რომ გამოსავალი იპოვონ:
,,ახალ სასწავლო წლამდე არსებული დრო ექვსი თვე საკმარისი იქნება, რათა დაინტერესებულმა პირებმა (მშობლებმა) ან რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა გამონახონ ხელსაყრელი გამოსავალი." - იუწყება ქალაქის საკრებულო, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი ილია მეტრეველია.
,,ქალაქის საკრებულოს და ქალაქის მერიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათზე ზრუნვა, შესაბამისად, ქალაქში მცხოვრები ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების ეფექტურად ხარჯვა უნდა იქნეს ქალაქის ხელმძღვანელობის უმთავრესი მიზანი, აღნიშნულიდან გამომდინარე საკრებულოში მომზადდა განკარგულების პროექტი, რომელიც შეეხება ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების ეფექტურად მართვას, აღნიშნულ საკითხზე გამოყოფილი ფინანსების ეფექტურად ხარჯვას."
,,ერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არსებული ბაღები საგრძნობლად გადატვირთულია, რადგან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქალაქის ბაღებში მიღებულია 600-მდე ბავშვი, რომელთა მშობლები არ არიან რეგისტრირებული ქალაქის ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ იხდიან არანაირ გადასახადებს ქალაქის ბიუჯეტში და იმავდროულად მათი იურისდიქციის (ძირითადად გორის და ქარელის რაიონების) ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა თანადაფინანსების გამოყოფაზე და საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტაზე."
,,ქალაქის ინტერსებიდან გამომდინარე მოხდა საკრებულოს განკარგულების პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ქალაქის საბავშვო ბაღები დაფინანსდება ქალაქში მცხოვრები ბავშვების (ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის) სულადობის საფუძველზე." - ციტატის დასასრული
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავს, რომ გორის მერიის ბიუჯეტი სრულად გასწვდება იმ ბავშვთა კონტინგენტის დაფინანსებას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული.
,,გვინდა განვმარტოთ რამდენიმე გარემოება:
2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებამდე, გორის ბიუჯეტი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 18 459 500 ლარს შეადგენდა (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2165104) და ეს ბიუჯეტი საკმარისი იყო ქალაქისა და რაიონის ბაგა-ბაღებისათვის. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ქ. გორის მერია და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიუჯეტი ორ ნაწილად გაიყო. შედეგად, თითოეული უწყების ბიუჯეტმა 9 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წელს, ცალკე ქ. გორის მერიის ბიუჯეტი შეადგენს 14 842 000 ლარს (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3183911), რაც მერიის 2014 წლის ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით აღემატება. აქედან გამომდინარე, არგუმენტი, რომ ქალაქ გორის მერიას მწირი ბიუჯეტი აქვს და ამის გამო გეგმავენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მშობლების შვილებს ქალაქის ბაგა-ბაღებში დაფინანსება შეუწყვიტონ, უსაფუძვლო და მცდარია.
მცდარია, ასევე, პროექტის ინიციატორების განცხადება, რომ თითქოს, გორის მერიას იმ 394 აღსაზრდელის დაფინანსება, რომელთა მშობლებლების იურიდიული მისამართები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებია, 400 ათას ლარამდე უჯდება, რადგან რეალურად, ამ რაოდენობის ბავშვების წლიური ხარჯი, საშუალოდ, 120 ათას ლარამდეა."

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |