Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება გრძელდება
კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026“ განაცხადების მიღება გრძელდება.

უკვე მე-15 წელია, ამ ჟურნალისტური კონკურსის საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.



კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომელთა ნამუშევრები გამოქვეყნებულია ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.



ევროკავშირის პრიზი 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცემა. ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან კონკურსანტმა მხოლოდ ერთი კატეგორია უნდა შეარჩიოს და შერჩეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს:

1. სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;

2. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;

3. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;

4. საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;

5. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;

6. საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია,

7. თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ონლაინ ან სოციალურ მედიაში;



საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2026 წლის ბოლოს, დაჯილდოების ცერემონიაზე.

კონკურსის წესები და განაცხადის ფორმა, ხელმისაწვდომია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.