Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში
574 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა რაც 15%-ით ნაკლებია წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“ ავრცელებს, რომლის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს.
ბაირახტარის ცნობით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ მთლიანად 2,145 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირებულია 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით.
,,საქმე იმაშია, რომ სწორედ დსთ, ანუ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, გასულ წელს იყო სერიოზული სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2016 წელსაც გრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, ნავთობზე დაბალი ფასები კვლავ ნარჩუნდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკებს. პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში აგრძელებს ცხოვრებას უკრაინა, რაც მის ეკონომიკას ყოველდღიურად ასუსტებს. სწორედ ეს არის ის მთავარი ფაქტორები რამაც რეგიონის ქვეყნებთან გააუარესა საგარეო ვაჭრობის მონაცემები." - აცხადებს პაატა ბაირახტარი.
დსთ–გან მკვეთრად განსხვავებული სურათი გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით. კონკრეტულად კი 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ევროკავშირს ნაკლებად შეეხეო ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებს უდგათ წინ.
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის მოცულობის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ავტომობილების იმპორტის შემცირებამ. რომელიც თავის მხრივ რეექსპორტზე გადიოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახა საერთო იმპორტის მოცულობაზე.“ ანალიტიკოსმა ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება.
„თუ გადავხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბოლო წლების მონაცემებს, დავინახავთ, რომ ამ კუთხით ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. შესაბამისად იმპორტ-ექსპორტის წახალისებისა და საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაზრდის კუთხით დადებითად იმუშავებს ახალი ბაზრების ათვისება და ბაზრების დივერსიფიცირება.
ამ მიმართულებით დადებითად უნდა იმუშაოს ჩინეთსა და საქართველოს შორსი გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ.
ასევე აღსანიშნავია, საქართველოს ეკონომიკის სეზონურობაც. იმდენად რამდენადაც ჩვენი ექსპორტი მეტ-ნაკლებად, არის სეზონური და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურდება. მაგალითისთვის 2015 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 156 460.8 დოლარი ხოლო ამავე წლის ივნისის თვეში 198 597.3 დოლარი. შესაბამისად ზაფხულის პერიოდში საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდას უნდა ველოდოთ.“

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |