Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
პატრულის პრევენციული ღონისძიება მამა-შვილის დავაში
39 წლის გორელი მამაკაცი პატრულმა გუშინ საღამოს საკუთარ სახლში დააკავა.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და მამის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.

სასამართლო პროცესზე პატრულის თანამშრომლებმა თქვა, რომ დაკავებისას არანაირ გინებას და ჩხუბს ადგილი არ ჰქონია.

მოსამართლემ დაკავებული დარბაზიდან ისე გაათავისუფლა, გაფრთხილებაც კი, არ მიუცია.

„სოფელ არაშენდაში ვიყავი, მეგობრის საფლავზე გავედი, საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, მოხუცი მამა დამხვდა, სკლეროზი აქვს და როდის რას ამბობს, თვითონაც არ იცის, თავს ვერ აკონტროლებს. ზოგჯერ, სახლში როცა ვბრუნდები, ფეხსაცმელი და პური კარადაზე ერთად დალაგებული მხვდება. 2 მაისსაც სახლში დაბრუნებულს მამაჩემმა ერთი-ორი უხეში სიტყვა მითხრა და ხელი გამკრა შუბლზე, სადაც ნაკერები მედო ნატკენი მქონდა. შუბლიდან სისხლი წამვარდა და სასწრაფოში დავრეკე. სასწრაფოში მკითხეს, თუ რა მიმეზით გამეხსნა ნაკერები და მეც ავუხსენი. რა ვიცოდი, თუ ჩემ დარეკილზე პატრულს მომაყენებდნენ და ისევ მე დამაკავებდნენ. სასწრაფო მოვიდა, ჭრილობა დამიმუშავა, ამ დროს პატრულიც მოყვა. არაფერი არ ხდებოდა, საერთოდ, არც გინების და არც ყვირილის ხმა ისმოდა, მიუხედავად ამისა, მაინც დამაკავეს ადმინისტრაციული წესით. რაღა უნდა მეთქვა სხვა. მამაჩემს ჩემზე კარგად არავინ იცნობს. მე ვუვლი, მე ვბან და მე ვაჭმევ, ესეთი შემთხვევები მაქვს ხოლმე, სკლეროზიანი კაცია და თუ შემაგინებს, ან დამიყვირებს, ამასაც ვითმენ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე რის გამო დამაკავეს? ფაქტზე ხომ არ წაუსწვრიათ?“- კითხულობს დაკავებული.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პაატა შიუკაშვილმა მოსამართლის წინაშე დაადასტურა ის ფაქტი, რომ პატრულის თანამშრომლის ფიზილ მამედოვის მისვლისას სახლში ჩხუბს და ყვირილს ადგილი არ ქონია.

მოსამართლე მაია კუთხაშვილმა 39 წლის მამაკაცის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.