ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.
ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ეს მონაცემები უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებია.
,,აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც უკუკავშირია იმ პოლიტიკისა, რასაც ბიურო 2013 წლის შემდეგ ახორციელებს. კერძოდ, ბიურომ მიზნად დაისახა, რომ იძულებითი ღონისძიებების დადგომამდე, მიმართოს საკუთარი რესურსი დავების მორიგებით დასრულებისკენ. სწორედ ამ მიზნით უწყებაში შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც ცდილობს მხარეთა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზებას, რათა ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულება მოხდეს ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ორივე მხარის სამართლებრივი უფლებები." - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ
მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა
ჩაატარა.
კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის
განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების
ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ
დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული
უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.
კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით 160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








